უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 დეკემბერი, 2016 12:35
font-size

თუ დადასტურდა რასაც გიორგი გასვიანი ამბობს, ის პოლიციელი უმკაცრესად აგებს პასუხს - გიორგი მღებრიშვილი

თუ დადასტურდა რასაც გიორგი გასვიანი ამბობს, პირობას გაძლევთ, ის პოლიციელი უმკაცრესად აგებს პასუხს, - განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია ,,იბერიის’’ ტელეწამყვანის ცემასთან დაკავშირებული ინფორმაციის კომენტირების.

„თუ დადასტურდა ის, რასაც ეს ადამიანი ამბობს, უმკაცრესად აგებს პასუხს ის პოლიციელი, რომელმაც ეს ჩაიდინა. ამის პირობას გაძლევთ“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

ცნობისათვის: ტელეკომპანია ,,იბერიის’’ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ტელეწამყვანის ინფორმაციით, შემთხვევა ბორჯომში ბორჯომის ,,კროუნ პლაზას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მას პოლიციელებმა იარაღი დაადეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი ყვება, რომ მას ცემის პარალელურად პოლიციელები აგინებდნენ. როდესაც გაირკვა, რომ გასვიანი ჟურნალისტი იყო, პოლიციელები მას დაემუქრნენ, რომ თუ ის ამ ამბავს გაახმაურებდა, ,,უარესი მოუვიდოდა.’’

მომხდარის შემდეგ გიორგი გასვიანს ბორჯომის პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.

თოქშოუ ,,პრიორიტეტის’’ წამყვანი გვიან ღამეს ბორჯომში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა.

ნინო ექვთიმიშვილი

მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

13 აპრილი, 2021 , 13:27

თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, დააყენა შუამდგომლობა საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ, საუბარ

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოავლინა

13 აპრილი, 2021 , 11:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

13 აპრილი, 2021 , 11:21

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სახელმწ

დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

13 აპრილი, 2021 , 10:27

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ბრალდებული ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმ

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

12 აპრილი, 2021 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის

ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავეს

12 აპრილი, 2021 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენი დავით კოდუა დააკავა. ადგილზე პოლიცია მისი მეუღლის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა. დავით კოდუა ცოლის და ქალიშვილის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდებით არის დაკავე