უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

13 მარტი, 2018 16:50
font-size

თუ დავინახავთ რეალურ მზაობას ქართული მხარისგან, დიალოგში მონაწილეობას მივიღებთ - აფხაზური მხარის გამოხმაურება პრემიერის მიმართვაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთისადმი ოკუპირებულ აფხაზეთშიც გამოეხმაურნენ. როგორც აპსნიპრესთან ინტერვიუში დე-ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაურ კოვემ განაცხადა, „ჩვენ მივაქციეთ ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მორიგ განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა ქართული მხარის მზაობა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს მსგავსი ხასიათის პირველი განცხადება არაა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ რეალურ ნაბიჯებს საქართველოს მხრიდან, რომლებიც ხელს შეუწყობდა დიალოგსა და მთლიანად კონფლიქტის მოგვარებას“.

რაც შეეხება სოხუმის პასუხს, კოვემ თქვა, რომ „აფხაზური მხარე ყოველთვის ავლენდა დიალოგისადმი და ყოვლად მისაღები კომპრომისებისადმი მზაობას, რომლებსაც შეუძლიათ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ რეალურ და არა დეკლარირებულ მზაობას ქართული მხარისგან სრულფასოვანი საერთაშორისო დიალოგის გამართვისთვის, აფხაზური მხარე იქნება მზად მასში მონაწილეობის მისაღებად“.

კოვემ აღნიშნა, რომ საქართველოს მზაობას დიალოგისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუკი თბილისი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს.

როგორც პრემიერმა რუსეთისადმი მიმართვაში დაწერა, ის მზადაა პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან.

ე.წ. მესაზღვრეებმა „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

19 ივნისი, 2018 , 11:40

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 38 წლის ედნარ მსხალაძე, 41

საოკუპაციო ძალების მიერ 68 წლის მწყემსის გატაცების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია

18 ივნისი, 2018 , 10:45

გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრის, 68 წლის მიშა პეტრიაშვილის გატაცების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გუშინ გაიტაცეს, რო

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში აფხაზეთში ჩამოსული უცხოელი ტურისტებისთვის დროებითი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

14 ივნისი, 2018 , 12:55

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში აფხაზეთში ტურისტული მიზნებით ჩამოსული უცხოელი მოქალაქეებისთვი

მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში - ფედერიკა მოგერინი

13 ივნისი, 2018 , 11:10

ჩვენ მიუღებლად მივიჩნევთ რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას სეპარატისტულ რეგიონებში და გამყოფ ხაზებზე ფიზიკური ბარიერების აგებას, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებ

ევროპარლამენტში საქართველო რუსეთის კონფლიქტის საკითხზე დებატები გაიმართა

13 ივნისი, 2018 , 11:10

12 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართა განხილვა თემაზე: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10 წლის შემდეგ.  სხდომაზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს ინიცირებული რეზოლუცია მიიღო

13 ივნისი, 2018 , 10:35

12 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 72-ე სესიაზე, კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე