უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


თუ დებატები ვერ შედგება, მერე ვნახოთ, გადავწყვეტთ - კახა კალაძე
თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული საერთო დებატების ფორმატი განმარტა. მისი თქმით, ეს გამორიცხავს სადებატოდ რომელიმე მედიასაშუალების ამორჩევას და ყველა ტელევიზიას გაშუქების თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.
კალაძეს ჯერჯერობით არ განუსაზღვრავს, რას გადაწყვეტს, თუკი დებატები არ შედგება.
„მე მაქვს ჩემი პროგრამა, მაქვს დაგეგმილი ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან და ამასთანავე, არის ყველა ტელევიზია, რომელიც ითხოვს მერობის კანდიდატების დებატებს. შეუძლებელია ყველა ტელევიზიაში მიხვიდე და გამართო დებატები. ჯერ ერთი, არ არის საინტერესო ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე დებატები განხორციელდეს. ასევე როცა ერთ ტელევიზიაში მიხვალ და მეორეში - არა, შეიძლება ვიღაცას აწყენინო. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ შეიქმნას ერთი პლატფორმა, სადაც შეიძლება რომელიმე ტელევიზიაში ნეიტრალურ ტერიტორიაზე, შეიძლება არასამთავრობოებს ვთხოვოთ და დაგვეხმარონ, რომ ყველა ტელევიზიას ჰქონდეს შესაძლებლობა, მოვიდეს და დასვას შეკითხვა, რომელიც აინტერესებს. ასე არავის ვაწყენინებთ და დებატებიც შედგება. თუ ვერ მოხდა, მერე ვნახოთ, გადავწყვეტთ “,- განაცხადა კალაძემ.
აღნიშნული ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე წამოაყენა. დებატებში მონაწილეობაზე თანახმაა „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი, ასევე „თავისუფალი საქართველოს“ მერობის კანდიდატი კახა კუკავაც.
მმართველი გუნდის წინადადებას გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილიც. თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა შეთავაზებული ფორმატი „აჯაფსანდალი უწოდა“ და განაცხადა, რომ ამით მმართველი პარტია ცდილობს, გაამართლოს კალაძის უარი მის შეთავაზებაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
5 მარტი, 2021 , 20:36

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
5 მარტი, 2021 , 20:26

ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება - გიგი უგულავა
5 მარტი, 2021 , 16:05

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
5 მარტი, 2021 , 12:25

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
5 მარტი, 2021 , 12:25

მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
5 მარტი, 2021 , 12:25