უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ივნისი, 2017 14:30
font-size

თუ ეს ხდება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ინფორმირებულობის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაცული არავინაა - სახალხო დამცველი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქმეს გამოეხმაურა. ომბუდსმენის თქმით, საქართველომ ვერ შეასრულა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები. მან მიმართა ხელისუფლებას, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე, თუ როგორ მოხდა მუხთარლი აზერბაიჯანში.

„საუბარი არის სერიოზულ დანაშაულზე, ეს არ არის რაღაც გადაცდომა, ეს არის სერიოზული დანაშაული, ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევა და საერთაშორისო ნორმების დარღვევა, რომლის წევრი საქართველოა და ქვეყანამ ამით საკუთარი ვალდებულებები არ შეასრულა, პირიქით, და ეს პრობლემაა. მე ვფიქრობ, ალბათ, კარგი იქნება, რომ ყველამ გაიცნობიეროს პასუხისმგებლობა ამ საკითხში და ან მოხდეს კონკრეტულად ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, თუ როგორ მოხდა ის, რომ ქალაქის ცენტრიდან დაიკარგა ადამიანი და აღმოჩნდა მეზობელ სახელმწიფოში, თუ ეს ხდება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ინფორმირებულობის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემაა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაცული არავინაა და მსგავსი ფაქტი, შესაძლოა, კვლავ განმეორდეს“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის თქმით, ხელისუფლების ზოგიერთი წარმოამდგენელი ვერ აცნობიერებს აღნიშნული საქმის სიმძიმეს.

„როდესაც ჟურნალისტი ქალაქის ცენტრიდან იკარგება და ის აღმოჩნდება მეზობელ სახელმწიფოში, ასეთი პრეცედენტი ხდება ათწლეულებში ერთხელ და სამწუხაროდ, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ვერ აცნობიერებს იმ სიმძიმესა და იმ მდგომარეობას, რომელიც ამ საკითხთან მიმართებით ქვეყანაში არის“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა. მომდევნო დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ბაქოს სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა.

31 მაისს აზერბაიჯანულმა მედიამ აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 29 მაისს, ადგილობრივი დროით 22:40 საათზე მუხთარლი ბალაქანის რაიონში, აზერბაიჯანის საზღვარზე უკანონოდ გადაკვეთისა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანის ბრალდებით დააკავეს.

გუშინ მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. როგორც აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, ჰადიჯა ისმაილიმ დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მას სამი მუხლით წაუყენეს ბრალი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ანა მებურიშვილი

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს

10 დეკემბერი, 2019 , 21:56

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მიერ დაარსებული სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე, რომელიც N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა, სოციალური საწ

კოტე ერისთავი Europabet-ის ახალ კამპანიაზე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

10 დეკემბერი, 2019 , 17:15

მოძრაობის „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წარმომადგენელი კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს რეგულაციები სახელმწიფომ უნდა დაუწესოს და მხოლოდ კომპანიების ინიციატივები პრობლემას ვერ მოაგვა

მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება - ირაკლი კოვზანაძე

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის პოლიტიკური ხედვები და პრიორიტეტები იკითხება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სოციალური პასუხისმგებლობის გარდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ბიზნესის სტიმული

საქართველოს საგარეო უწყებამ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება შევიდა. „საგარეო საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვე

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება - ივანე მაჭავარიანი

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას. მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 285,0

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`