უკან

საზოგადოება

20 აპრილი, 2017 14:25
font-size

თუ გადავწყვეტ, რომ ვიყო მერობის კანდიდატი, ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი - ალექსანდრე ელისაშვილი

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, თუ მან გადაწყვიტა, რომ იყოს მერობის კანდიდატი, აუცილებლად იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი.

ამის შესახებ ელისაშვილმა რესპუბლიკური პარტიის მხრიდან წამოსული ინიციატივის კომენტირებისას მედიას განუცხადა.

რესპუბლიკური პარტიის წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, პარტიას ელისაშვილი ესიმპათიურება, ამიტომ, ისურვებდა, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის კანდიდატად წარსდგეს.

„ამ წუთის მდგომარეობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალეკო ელისაშვილი არის ადამიანი, რომელიც მთელი თავისი საქმიანობით ყოველთვის ადასტურებდა, რომ თბილისზე გული შესტკიოდა. მან კარგად იცის თბილისის პრობლემები და ჩვენ გვესიმპათიურება ის როგორც კანდიდატი. თუმცა რესპუბლიკური პარტია, როგორც დამოუკიდებელი პარტია, ნამდვილად გავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე“,-აღნიშნა კორძაიამ.

თავად ელისაშვილის თქმით კი, რესპუბლიკურ პარტიასთან საკითხზე კონკრეტული მოლაპარაკება არ გამართულა.

„ეს ინიციატივა არ ყოფილა. ჩვენ უბრალოდ ლაპარაკი გვქონდა ამ საკითხსზე. მაგრამ, მე თუ გადავწყვეტ, რომ ვიყო მერობის კანდიდატი, ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი და არავითარ შემთხვევაში პარტიული კანდიდატი. ეს შემიძლია ერთმნიშნელოვნად ვთქვა“,-აღნიშნა ელისაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან - საგარეო საქმეთა სამინისტრო

23 თებერვალი, 2020 , 11:32

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადებას საგარეო უწყება ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელებასთან

ირანის ოთხი მოქალაქე ინფექციური საავადმყოფოს მოათავსეს

22 თებერვალი, 2020 , 22:33

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, მათ მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ და ექიმები მათ გამოკითხვას აწარმოებენ. „

არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი – ლაშა ხუციშვილი

22 თებერვალი, 2020 , 18:52

“ბოლო დღეებია (ერთი შეხედვით საეჭვო წყაროებიდან) სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის ამავე წყაროების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია და თემის არასრული გაშუქება, რაც

ვის შესახვედრად გაემგზავრა მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში

22 თებერვალი, 2020 , 17:15

გუშინ საღამოს მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში გაემგზავრა. ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მაჩალიკაშვილის მეუღლემ მედიკო მარგოშვილმა დაუდასტურა. კითხვაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან,

სიგარეტი 15 ლარამდე გაძვირდება - „უნდათ ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში?”

22 თებერვალი, 2020 , 17:15

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია რას ემსახურება ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადება, რომ სიგარეტი საქართველოში 15 ლარამდე გაიზრდება. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ მსგავსი გადაწყვეტილებები „ქართული

ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა - სალომე ზურაბიშვილი

22 თებერვალი, 2020 , 16:50

ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორწლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „ორი წლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`