უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ოქტომბერი, 2017 14:50
font-size

თუ გინდათ, ვაშლებს დავუკლოთ, თუ გინდა სხვა რამეს დავუკლოთ - ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ უკმაყოფილება გამოთქვა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2018 წელს გამოყოფილ ბიუჯეტთან დაკავშირებით. დეპუტატის განმარტებით, უწყებას არასაკმარისად აფინანსებენ. ამის შესახებ მან 2018 წლის ბიუჯეტის განხილვაზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე თქვა.

„62 მილიონი ემატება განათლებას, მაგრამ კულტურის სამინისტრომ რანაირად უნდა მოახერხოს თავისი გეგმების განხორციელება, რეფორმის ჩატარება?! 16 მილიონი ხომ ვიცით, რომ ფრანკფურტის ბაზრობისთვის ემატება, დანარჩენი ერთი მისხალი არაფერს ემატება და ფაქტობრივად, ხელებშეკრულს ვტოვებთ ამ სტრუქტურას.

ვერაფრით გავითავისეთ ის, რომ განათლება და ნაკითხობა არის სხვადასხვა რამე. შეიძლება ჩვენ ნაკითხი ხალხი გამოვუშვათ, მაგრამ არა განათლებული, იმიტომ რომ განათლების საფუძველი არის კულტურა. კულტურის სამინისტროს უნდა ჰქონდეს სტრატეგიული უპირატესობა. სახელოვნებო განათლება განათლება არ არის?! თუ განათლებაში შედის 62 მილიონი, რატომ სახელოვნებოს არაფერი უნდა მოემატოს?! მე არ ვიცი, თუ გინდათ, ვაშლებს დავუკლოთ, თუ გინდა სხვა რამეს დავუკლოთ, ნუღარ იქნება და გადავიდეს თითო-თითო მილიონი მაინც, თუ სხვაგან ვერ ვძებნით ამ თანხებს. მე პირველად რეჟიმში გეუბნებით ამას, ცოტა სხვანაირად გეტყვით პლენარულ სხდომაზე... ოქროს ვაშლები რომ გვინდა, ოქროს პალმები რომ გვინდა, ვერცხლის დათვები და ა.შ., საიდან მოდის ეს, თუ კინოცენტრი იქნება ისევ გაღარიბებულ მდგომარეობაში?! მათხოვრის როლშიც არ არის ახლა კინოცენტრი. კი ბატონო, ტელეფონითაც შეგვიძლია გადავიღოთ ფილმები, მაგრამ ეს არ არის მიღებული პრაქტიკა“, -თქვა ქანთარიამ.

დეპუტატმა მოითხოვა, რომ ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული ენის დეპარტამენტის დაფინანსებაც.

„მთავრობას ახლა გაცილებით უფრო სერიოზულად მინდა მივმართო - ჩვენ ენის კანონი რომ მივიღეთ, რატომ მივიღეთ?! სად არის ამ ბიუჯეტში ენის დეპარტამენტზე გარკვეული კვოტა? იმიტომ არის რომ ქართულს ვეღარ ვლაპარაკობთ ვერც პარლამენტში და ვერც გარეთ... ენის დეპარტამენტი ამიტომ იყო მნიშვნელოვანი და ორი “კაპიკი” გვენანება ამისთვის?!...“, -აღნიშნა ქანთარიამ.

2018 წლის პროექტით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 116,5 მილიონ ლარს შეადგენს.

2018 წლის საბიუჯეტო პროექტის განხილვა პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტში გუშინ დაიწყო.

ანა მებურიშვილი

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი