უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 დეკემბერი, 2017 13:10
font-size

თუ გიორგი გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი უწოდა ბიზნესმენ გიორგი გაჩეჩილაძის (იგივე მომღერალი „უცნობი“) ბრალდებებს, რომელმაც მთავრობის წევრები კერძო კომპანიებთან კარტერულ გარიგებებში დაადანაშაულა.

კვირიკაშვილის თქმით, გაჩეჩილაძეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. მან აღნიშნა, რომ თუ დადასტურდება მინისტრთა კაბინეტის წევრთა ბრალეულობა, ის თანამდებობას დატოვებს.

პრემიერმა განაცხადა, რომ ის ტენდერები, რომელზეც გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაჩეჩილაძე საუბრობდა, კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

„მისგან ასეთ დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ველოდი და არ შევეგუები. მე არ შემიძლია, მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს. მე დაწვრილებით გავეცანი იმ საკითხს, როცა მან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა.

ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ როდესაც ის მე დამიკავშირდა, მე, რა თქმა უნდა, მივეცი დავალება მთავრობის ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო ისე, რომ დაჩაგრულიყო ბიზნესმენი, რომ ყოფილიყო თანაბარი საკონკურენციო პირობები ყველასთვის და, რა თქმა უნდა, შემდეგ გავეცანი ამ საქმეს და მინდა, გითხრათ, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი და ის ბიზნესჯგუფი, რომელშიც მას წილი გააჩნდა, თუ დღეს გააჩნია, როგორც არის, ეს შეგიძლიათ გაარკვიოთ, ის არაფერ შუაში იყო ამ ტენდერთან, სრულიად სხვა კომპანიამ გაიმარჯვა.

მეორე ის, რომ კანონი იყო ზედმიწევნით დაცული და მე მოვითხოვ, რომ მან მიმართოს, კონკურენციის სააგენტოსაც, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, მიმართოს სასამართლოს.

თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მე მზად ვარ, ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის, დავტოვო კიდევ ჩემი თანამდებობა და თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის დაცვით ჩატარებული, გამობრძანდეს ბატონი გია გაჩეჩილაძე და მოუხადოს ბოდიში ტარიელ ხეჩიკაშვილსა და ყველას, მათ შორის მეც“, - უთხრა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

გუშინ გიორგი გაჩეჩილაძემ ისაუბრა ტენდერებში კომპანიების მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე. მისი ინფორმაციით, „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლოდ წააგო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი. მისი თქმით, ტენდერებში სულ ერთი და იგივე კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც კარტელს წარმოადგენენ და მათთანაა დაკავშირებული სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე სალაპარაკოდ პრემიერ-მინისტრთან მივიდა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის მაგივრად მას პრემიერის თანაშემწე შეხვდა, რომელმაც სასამართლოში მიმართვა ურჩია.

ანა მებურიშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი