უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

15 დეკემბერი, 2016 17:10
font-size

თუ გვინდა ქვეყანამ მოიგოს და ბიძინა დამარცხდეს გუნდია საჭირო - გუნდი, სადაც ბევრი ტვინია და არა ჯოგი - თამარ ჩერგოლეიშვილი

ტელეკომპანია „ტაბულას“ ხელმძღვანელის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები მოიგოს, მას 900 ათასი ხმა სჭირდება.

მისი თქმით, საქართველოში კი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გაცილებით ნაკლები, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილით უკმაყოფილო ამომრჩეველი.

როგორც ჩერგოლეიშვილმა Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, მას პარტიის გახლეჩით გამოწვეული შიში კარგად ესმის, თუმცა, მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას არც არავინ ხლეჩს.

„არც არავინ ხლეჩს ჩემი დაკვირვებით, გარდა იმ ადამიანისა, რომელსაც ბიძინას დამარცხება სულ არ ანაღვლებს, თუ ოლიგარქის მარცხის შედეგად 2012 წლამდე არსებული ვითარება არ დაბრუნდა და იგივე მასშტაბის ძალაუფლება არ მოიპოვა. მაგრამ კიდევ უფრო დამაზიანებელია გახლეჩვის შიშით ჭაობში ჩაძირვა.

თუ ამოცანა ბიძინას დამარცხებაა და არა პიროვნების კულტის ჩრდილში მარგინალურ, რეაქციულ ძალად ქცევა, ენმ-ში დაწყებული მტკივნეული რეფორმა ბოლომდე უნდა მივიდეს.

თუ პარტია ვერ დაუძვრა წარსულის ტყვეობას და შუა გზამდე მისული რეფორმა ჩავარდა, პროგრესულმა, ფართო ამომრჩეველზე და რეფორმაზე ორიენტირებულმა ხალხმა ახალი ძალა უნდა შექმნან. რასაკვირველია ეს იქნება უფრო რთული, მაგრამ ამის გარეშე არაფერი გამოვა. რეალობას მოწყვეტილი ლიდერების შანტაჟით ბიძინას ვერ დავამარცხებთ. ერთიანობა გამარჯვებისთვისაა საჭირო და არა დამარცხებისთვის.

თუ გვინდა ქვეყანამ მოიგოს და ბიძინა დამარცხდეს გუნდია საჭირო - გუნდი, სადაც ბევრი ტვინია და არა ჯოგი, რომლის ყოჩიც სხვა ქვეყანაშია, სხვა ქვეყნის მოქალაქეა და საკუთარი სურვილითვე - სხვა ოპოზიციურ პარტიას უდგას საათავეში.

და ბოლოს, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ენმ-ში დაწყებული თვითგამორკვევის პროცესი, ქვეყნისთვის იქნება ბევრად უკეთესი. კრილოვის ცნობილი იგავის მდგომარეობაში მყოფი ძალა ტვირთს ადგილიდან ვერ დაძრავს. რაც ქვევით გექაჩება, სჯობს ჩაიხსნა, რომ ზევით წახვიდე - უბრალოდ გონება და ძალაა საჭირო, რომ ქარმა არ წაგიღოს. გონება გვაქვს, ძალა კი პრინციპების გარშემო ერთობაშია”,-დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

ჯარზე საუბრისას პრეზიდენტს მეტი დაფიქრება სჭირდება - კახა კალაძე

11 დეკემბერი, 2019 , 16:20

დედაქალაქის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს, როგორც მთავარსარდალს, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როცა ჯართან დაკავშირებით საუბრობს. „პრეზიდენტს უფრ

ევროკავშირში გამგზავრებამდე შემოწმება იქნება დღის წესრიგში - კარლ ჰარცელი

11 დეკემბერი, 2019 , 16:20

ევროკავშირში გამგზავრებამდე შემოწმება იქნება დღის წესრიგში, რაც უვიზო მიმოსვლის სტაბილურობის მნიშვნელოვანი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უვიზო მიმოსვლის საკითხზე საუბრისას გ

ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე - გიორგი გახარია

11 დეკემბერი, 2019 , 16:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე. „დღეს ქართულმა არმიამ, ქართულმა ჯარმა [რაც ხდება ბაგრამის საავიაც

სალომე ზურაბიშვილის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი (ვიდეო)

11 დეკემბერი, 2019 , 13:00

„ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზ

პრეზიდენტმა თავისი სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი - სოფო კილაძე

11 დეკემბერი, 2019 , 12:50

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯართან დაკავშირებით ვერ გამოხატა, რისი თქმაც სურდა. "ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს ჯარი,

„ლარი მყარდება და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“ - ნათია თურნავა

10 დეკემბერი, 2019 , 16:05

„ლარის გამყარება არის ფაქტი და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`