პოლიტიკა


თუ გვინდა, რომ მამუკა ბახტაძის ინიციატივა მართლაც შესრულდეს, აუცილებელია არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება - გიორგი ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის მტკიცებით, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებაა საჭირო, თუკი მოსახლეობას სურს, რომ მამუკა ბახტაძის ინიციატივა საბანკო დავალიანების ჩამოწერის შესახებ შესრულდეს.
მისი თქმით, ოპოზიციას ჯერ საბოლოო გამარჯვებისთვის არ მიუღწევია, თუმცა უკვე ცხადია „რამხელა ნაბიჯებზე უწევს "ოცნებას" წასვლა".
„ჩვენ დიდი ხანია მსგავსი ინიციატივა გვაქვს და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის გაჩერებული. წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ გამარჯვება საბოლოოდ მოპოვებული არ გვაქვს არჩევნებში და რამხელა ნაბიჯებზე უწევს „ქართულ ოცნებას" წასვლა. თუ გვინდა, რომ ეს, რაც დღეს იყო ნათქვამი, მართლაც შესრულდეს, აუცილებელია, ამისთვის გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს არჩევნებში. თუ ვაშაძე არ გაიმარჯვებს, როგორც აქამდე უფასო ფულით ატყუებდნენ ადამიანებს, როგორც აქამდე არცერთი დაპირება არ შეუსრულებიათ, ისევ ისე მოიქცევიან. მათ კარგად ესმით, რომ მათი დღეები ამოწურულია",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ინიციატივა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდ-ნახევარი ლარის განულებაზე.
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30