უახლესი ამბები
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
სამართალი
თუ იარსებებს პირდაპირი მტკიცებულება, პირველი ვიქნები, ვინც დევნას დაიწყებს მ.კ.-ს მიმართ - კონსტანტინე სირაძე
ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის, კონსტანტინე სირაძის განცხადებით, თუკი რაიმე მტკიცებულება გამოჩნდება, პირველი იქნება, ვინც დაიწყებს მიხეილ კალანდიას დევნას განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.
შესაბამისი განცხადება სირაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ წარედგინა ბრალი კალანდიას მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.
“ამ გარემოებებზე მე მქონდა საუბარი ზაზა სარალიძესთან, როცა მას შევხვდი. ამ კონკრეტული გარემოებით, ბრალდების მხარეს არ ჰქონდა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომ მ.კ.-ს ქმედება შეფასებულიყო ჯგუფურად განზრახ მკვლელობის თანამონაწილეობად.
ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, თუ გამოიკვეთება რაიმე კონკრეტული ბრალეულობა და იარსებებს პირდაპირი მტკიცებულება, რაც მე, როგორც პროკურორს, მომცემს საშუალებას ბრალის დადასტურების, პირველი ვიქნები, ვინც დევნას დაიწყებს მ.კ.-ს მიმართ, განზრახ მკველობაში თანამონაწილეობისთვის“, - განაცხადა სირაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი