უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 იანვარი, 2018 13:45
font-size

თუ ისინი დამნაშავეები იყვნენ, ორი წლის განმავლობაში თავისუფლად რატომ დაიარებოდნენ თბილისსა და ხეობაში - მაჩალიკაშვილის დედა მთავრობას მიმართავს

სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედის, მედიკო მარგოშვილის ინფორმაციით, ისნის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული და ლიკვიდირებული პირები 2 წლის განმავლობაში თავისუფლად ჩადიოდნენ პანკისის ხეობაში.

მარგოშვილმა მოითხოვა ხელისუფლებისგან განმარტება, რატომ იყო დაშვებული აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრების გადაადგილება საქართველოში, თუკი ისინი ტერორისტები იყვნენ.

„იმ ბიჭებს მეც ვიცნობდი, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. მე მთავრობისგან ვითხოვ, თუ ასეთი დამნაშავეები არიან, მთელი ორი წლის განმავლობაში თავისუფლად რატომ დაიარებიან თბილისსა და ხეობაში. მე იმათგან ვითხოვ პასუხს“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

19 წლის თემირლანის დედა ასევე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას, რომ მაჩალიკაშვილის მიღებაზე გერმანულმა კლინიკამ „შარიტემ“ უარი განაცხადა. მარგოშვილის მტკიცებით, თავიდან კლინიკა გადახდის სანაცვლოდ მაჩალიკაშვილის მკურნალობაზე თანახმა იყო, თუმცა მთავრობამ უარი ათქმევინა.

„პირადად დაველაპარაკეთ ბერლინს. ხომ დაინახეთ მოგვივიდა ინვოისი, ვიღებთ პაციენტს ოღონდ თქვენ გადაიხადეთ. გავუგზავნეთ სამინისტროს, სამინისტრომ როგორც კი ეს გაიგო 9-ის 14 წუთს მომწერეს მეილზე, უარს ვაცხადებთო ადგილების უქონლობის გამო. ეს ხომ აბსურდია. ეს ამათ ათქმევინეს, მთავრობამ კლინიკას ათქმევინა უარი“, -თქვა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს. ამ დრომდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

ანა მებურიშვილი

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი