უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 აგვისტო, 2019 15:45
font-size

თუ კეზერაშვილთან მიმართებაში კითხვების ნიშნები არსებობს, უნდა უპასუხოს გამოძიებამ - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე არაერთი გამოძიება, არაერთი საქმე, მათ შორის ის საქმეებია, რომლებზეც სასამართლოებმა გადაწყვეტილებები მიიღეს, წინა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი იხდის სასჯელს და არაერთი არის ძებნის რეჟიმში, ეს ყველაფერი უკავშირდება კონკრეტულ დანაშაულებს, მაგრამ დღეს ჩვენ გვაინტერესებს ქვეყნის მომავალი, როგორი იქნება საქართველო ხვალ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით.

„თუ კეზერაშვილთან მიმართებაში კითხვების ნიშნები არსებობს, ამ კითხვის ნიშნებს უნდა გასცეს პასუხი გამოძიებამ და პირმა, ვის მიმართაც კითხვები არსებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დავით კეზერაშვილის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის საქმეების კონტექსტში შესაძლო პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით კითხვაზე კი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ეს არასწორი ინტერპრეტაციაა.

„ინტერპრეტაცია არ რის სწორი. ხაზარაძესთან დაკავშირებით საქმე დაიწყო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, შესაბამისად, ტოლობის ნიშნების დასმა ხაზარაძესა და კეზერაშვილს შორის არის არასწორი და სამწუხაროა, როდესაც ტოლობის ნიშანს სვამთ ამ საქმეებს შორის. ამით ხაზარაძესაც და მის იმიჯსაც აზიანებთ. რაც შეეხება კეზერაშვილს, მასთან დაკავშირებით პირველად არ არის, რომ კითხვები აქვს გამოძიებას. ნახეთ საქმეები, რომელიც მასთან დაკავშირებით იყო წარმოებაში და მერე გააკეთეთ ეს დასკვნები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბარისას.

კიდევ ერთხელ გეუბნებით - ტვ პირველს ვერ წაიღებთ - ვახტანგ წერეთელი

22 აგვისტო, 2019 , 12:55

ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავთანდილი წერეთლის შვილი,“ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი წერს. მის

არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი2-ში დაბრუნების თაობაზე - ნინო შუბლაძე

21 აგვისტო, 2019 , 18:29

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ში დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა შემოთავაზება მიიღო. აღნიშნულის შესახებ შუბლაძე „ფეისბუქში“ წერს. “სალამი ყველას ❤ სახე

არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი სტატუსი, არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა არ არის ინდულგენცია - ნათია თურნავა

21 აგვისტო, 2019 , 16:27

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასა და მათი ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა. „მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც გადავიდ

ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ გონიერებით - კახა კალაძე

21 აგვისტო, 2019 , 15:08

ჩვენი აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი პოლიტიკა და ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ გონიერებით, განათლებით, წინსვლითა და ეკონომიკური განვითარებით, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, რა

“რასაც „რუსთავი 2“ - ზე ვუყურებთ, არის ქრესტომატიული მაგალითი ავტორიტარიზმისკენ მაღალი სიჩქარით მიმავალი სახელისუფლებო მანქანის”

21 აგვისტო, 2019 , 14:50

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „რუსთავი 2“ - ზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „ის, რასაც „რუსთავი 2“ - ზე ვუყურებთ, არის ქრესტომატიული მაგალითი ავტორიტარიზმისკენ მაღალი სიჩქარით

”რაც მოხდა, სიურპრიზი არ იყო“ - ქიბარ ხალვაში

20 აგვისტო, 2019 , 21:59

„რუსთავი 2“ - ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ფეისბუქში წერს: ”რაც მოხდა, სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება.” -დაწერა ხალვაშმა. შეგახსენებთ„რუსთავი 2&ldquo

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს