უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

23 ივლისი, 2019 13:48
font-size

თუ მაია ცქიტიშვილი იმასაც ვერ ხვდება, ბოდიში მოსახდელი აქვს თუ არა, ჩემი კომენტარი ზედმეტია - ეკა ბესელია

„თუ მაია ცქიტიშვილი იმასაც ვერ ხვდება, გუშინდელი კომენტარით საკუთარ თავს რა გაუკეთა და იმასაც ვერ ხვდება, ბოდიში მოსახდელი აქვს, თუ არა ამ სიტყვებისთვის, ჩემი კომენტარი ზედმეტია,“- ასე პასუხობს ეკა ბესელია რეგიონალური განვითარების მინისტრის განცხადებას, სადაც ის მკაფიოდ ამბობს, რომ საკუთარ განცხადებაში არაეთიკურს ვერაფერს ხედავს.

ბესელიას თქმით, პოლიტიკოს და ქალი საკუთარ თავს იმაზე უარესს ვერ გაუკეთებს, რაც ცქიტიშვილმა საკუთარ თავს, გუშინდელი განცხადებით გაუკეთა.

"თუ მაია ცქიტიშვილი ვერ ხვდება გუშინდელი კომენტარით რა გაუკეთა საკუთარ თავს, იმასაც თუ ვერ ხვდება ბოდიში მოსახდელი აქვს თუ არა ამ სიტყვებისთვის, ჩემი კომენტარი ზედმეტია. მე არ ვთვლი ღირსად, რომ მასზე კომენტარი ვაკეთო. იმაზე მეტს ვერ გაუკეთებს პოლიტიკოსი და ქალი საკუთარ თავს, ვიდრე იმ სიტყვებით და კომენტარით გაუკეთა საკუთარ თავს მაია ცქიტიშვილმა. უკაცრავად, რომ თქვენს კითხვაზე მიწევს პასუხების გაცემა, როცა მეკითხებით ამ საქმეზე რა ხდება და უკაცრავად, რომ ქალბატონი მაია ამ პასუხების გაცემის დროს მხედავს ისევ ეკრანზე. საერთოდ, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა და ვიდრე სიზმარში ნახავდა იმ თანამდებობას, რა თანამდებობაც მას უჭირავს, მე დღის წესრიგში მაშინაც ვიყავი და ცოტა მეტად უნდა დაფიქრდეს ქალი რას ლაპარაკობ, ვინც არ უნდა გავალებდეს ამას", - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარების მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია. ამ განცხადებას ეკა ბესელიას „ფეისბუქ პოსტი“ მოჰყვა, სადაც ის ცქიტიშვილის განცხადებას მდაბიოს და სამარცხვინოს უწოდებს.

ირაკლი შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება აგონიაში მყოფი ხელისუფლების ნიშანია - გიგა ბოკერია

17 იანვარი, 2020 , 16:31

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენა საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის მაგალითი და კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ

სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევები გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა - გიორგი გახარია

17 იანვარი, 2020 , 15:25

გულწრფელად ვამბობ, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სახის კვლევები გახდეს გარკვეული დასკვნების და ანალიზის საფუძველი, ეს ჩვეულებრივად პოლიტიკური პროცესის ნაწილი გახდა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

გიორგი გახარია მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე - მაინცდამაინც დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას

17 იანვარი, 2020 , 14:41

ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება. „ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ

გიგი უგულავა - ეს არის მორიგი ცინიზმი ივანიშვილის მხრიდან, ირაკლი შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ოთარ ფარცხალაძის რეანიმაციას

16 იანვარი, 2020 , 16:07

ესაა მორიგი ცინიზმი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ფარცხალაძის რეანიმაციას, ყველაფერი უკანონობის რესტავრაციას, რის გამოც საზოგადოებამ აიძულა შოთაძე გადამდგარიყო,- ასე ეხმაურება„ევროპული საქარ

გია ვოლსკი - თუ ირაკლი შოთაძეს გაუწევენ რეკომენდაციას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, მე მხარს დავუჭერ

16 იანვარი, 2020 , 15:55

თუ ირაკლი შოთაძეს გაუწევენ რეკომენდაციას, მე მხარს დავუჭერ, მის პერიოდში საკმაოდ ბევრი საქმე არის სწორად წარმართული, - ამის შესახებ პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი

გიგა ბოკერია „ენდიაის“ კვლევაზე - ოპოზიცია აშკარად ჯაბნის „ქართულ ოცნებას“, „ევროპული საქართველოსთვისაც“ კარგი მონაცემებია

16 იანვარი, 2020 , 15:22

ნებისმიერ შემთხვევაში ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის, უბრალოდ, ჩვენი ამოცანაა, ეს განხორციელდეს ქვეყნისთვის ნაკლები ზიანის ხარჯზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`