უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 მაისი, 2017 18:40
font-size

თუ მედიაომბუდსმენის ტიპის ინსტიტუტი შეიქმნება, მას ჟურნალისტები უნდა ირჩევდნენ - ირმა ინაშვილი

თუ მედიაომბუდსმენის ტიპის ინსტიტუტი შეიქმნება, მას ჟურნალისტები უნდა ირჩევდნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს ექსპერტების შეხვედრის შემდეგ. ჟურნალისტებს.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე მან გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის პერიოდი, როდესაც მისი თქმით, მასობრივად იყო დატერორებული თითქმის ყველა მედიასაშუალება.

„მე ის ფაქტები გავიხსენე და ვთქვი, რომ არც შეედრება ის წლები დღევანდელ ვითარებას, როდესაც მედია მეტ-ნაკლებად თავისუფალია, როცა ჟურნალისტების საქმიანობაში მე ვერ ვხედავ პირდაპირი ჩარევის ფაქტებს და თუ იქნება ასეთი ფაქტები, მე ვარ თქვენი ნაწილი, თავისუფლად შეგიძლიათ მომმართოთ და ერთად ვისაუბროთ ამაზე. მე ხაზგასმით ვთქვი, რომ დღეს მედია ბევრად თავისუფალია, ვიდრე ის იყო სააკაშვილის რეჟიმის ეპოქაში. ასევე ვისაუბრეთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტზე. ჩემი პოზიცია იყო, რომ თუ ასეთი ტიპის ინსტიტუტი შეიქმნება, მას უნდა ირჩევდნენ ჟურნალისტები. მას არ უნდა ნიშნავდეს ხელისუფლება, მას ჟურნალისტები უნდა ირჩევდნენ - სააგენტოები, გაზეთები, ტელევიზიები მათ კანდიდატურებს თვითონ უნდა ასახელებდნენ. უნდა იმართებოდეს ყრილობები და საბოლოო ჯამში, რამდენიმე კანდიდატურიდან თქვენთვის საიმედო კოლეგა უნდა ხდებოდეს მედიაომბუდსმენი“, - განუცხადა ინაშვილმა ჟურნალისტებს.

ნინო ექვთიმიშვილი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტს რამდენიმე განმარტება დაემატა

9 ივლისი, 2020 , 12:58

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტ

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა

9 ივლისი, 2020 , 11:55

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის ელჩს შეხვდა

8 ივლისი, 2020 , 16:25

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლავრენცეს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუ

მიიღებს თუ არა კოალიცია „ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობას

8 ივლისი, 2020 , 15:35

მიიღებს თუ არა კოალიცია „ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობას, უახლოეს პერიოდში გადაწყდება. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს. მისივე გან

“კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატების მაჩვენებლები წლიდან წლამდე უარესდება” - არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნისკენ მოუწოდებენ

8 ივლისი, 2020 , 14:55

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები კორუფციასთან, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მიზნით. აღნიშნული განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციები იმ დოკ

ხმები „ძალა ერთობაშიას“ დაშლის შესახებ გადაჭარბებულია - ნიკა მაჭუტაძე

8 ივლისი, 2020 , 14:55

„ სადაც ძალაა პოლიტიკაში, იქ არის გამარჯვება. მარკ ტვენის სიტყვების პერიფრაზი რომ მოვიხმოთ, ხმები „ძალა ერთობაშიას“ დაშლისა და განადგურების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, არის გადაჭარბებული,”–

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე