უკან
კომენტარი
2 ნოემბერი, 2018 12:55
თუ მირზა სუბელიანი ან მისი ოჯახის წევრები ჩემთან შეხვედრას მოითხოვენ, აუცილებლად შევხვდები - ვიქტორ ჯაფარიძე
თუ მირზა სუბელიანი ან მისი ოჯახის წევრები ჩემთან შეხვედრას მოითხოვენ, აუცილებლად შევხვდები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ.
დეპუტატმა გავრცელებულ ჩანაწერებზე დეტალურად საუბარი არ ისურვა და აღნიშნა, რომ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანთან მირზა სუბელიანთან მას შემდეგ კომუნიკაცია არ ჰქონია.
„მე ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი განმარტება გავაკეთე. მას შემდეგ არ მქონია კომუნიკაცია. ორი დღის წინ ჩამოვედი. თუ მირზა სუბელიანი ან მისი ოჯახის წევრები ჩემთან შეხვედრას მოითხოვენ, აუცილებლად შევხვდები", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ორი დღის წინ მირზა სუბელიანის მეუღლემ დაურეკა თუმცა, დეტალებზე ჯაფარიძემ არ ისაუბრა.
„მისმა მეუღლემ დამირეკა ორი დღის წინ, თუ მთხოვა შევალ", - განაცხადა ჯაფარიძემ.