უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ნოემბერი, 2018 13:00
font-size

თუ „ოცნება“ არ დანიშნავენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, ივანიშვილს გარანტიას ვაძლევ, რომ მას ხალხი დაანიშნინებს - თინათინ ხიდაშელი

„ახლა რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების მოგებაზეა გადართული, გასაგებია. ახლა ისინი მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს ელაპარაკებიან და 29 ნოემბერი რომ გათენდება, ამისთვის რა გეგმა აქვთ და რას ეტყვიან მთელი ქვეყნის მოსახლეობას და არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს, ეს არის მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინატინ ხიდაშელმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ყოფილმა მინისტრმა მეორე ტურის მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ არჩევნებზე ივანიშვილისთვის იდეალური ვარიანტი მეორე ადგილზე გასული ბაქრაძე იქნებოდა, ან თუნდაც გამარჯვებული. როდესაც თქვა, პრეზიდენტის პოსტი ოპოზიციამ წაიღოსო, დარწმუნებული ვარ, დავით ბაქრაძეს გულისხმობდა. მე არ ვამბობ იმას, რასაც პოლიტიკურ წრეებში ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილი "ევროპულ საქართველოს" ფულს უხდის, არა, მე ვამბობ, ივანიშვილისთვის მისი რაციონალური გათვლით, იდეალური ვარიანტი რა იქნებოდა - რომ პირადად მიშას დაამარცხებდა, მაგრამ ოპონენტად ისევ "ნაციონალური მოძრაობა" ეყოლებოდა.

ეს სქემა ახალი არ არის, ეს ჰქონდა შევარდნაძესაც, სააკაშვილსაც, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ არ მუშაობს. რამდენჯერ უნდა დაგვემართოს, რომ მიხვდნენ, საქართველო არ არის ორპარტიული და მით უმეტეს, ერთპარტიული რეჟიმის შემგუებელი ქვეყანა. როგორც კი ამას ამომრჩეველი ხედავს, აღარ მიჰყვება ხელისუფლებას. 28 ნოემბრის შემდეგ, იმის მიუხედავად, რა შედეგი დადგება და ვინ გახდება პრეზიდენტი, პოლიტიკური პროცესის სადავე ხელში ისევ "ქართულ ოცნებას" დარჩება, ამიტომ პოლიტიკურად აღარც არის საინტერესო, ვინ გახდება პრეზიდენტი“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელის განცხადებით, ამჟამად საინტერესოა, გაიმეორებს თუ არა ბიძინა ივანიშივლი იმავე შეცდომებს, რაც დაუშვეს ექს-პრეზიდენტებმა - მიხეილ სააკაშვილმა და ედუარდ შევარდნაძემ.

„პოლიტიკურად ის არის საინტერესო, ივანიშვილი რამდენად გაიმეორებს იმავე შეცდომას, რაც თავის დროზე დაუშვა შევარდნაძემ და მერე სააკაშვილმა, როდესაც არც ერთი ნაბიჯი არ დათმო უკვე წაგებულ პოლიტიკურ პროცესში და ამის შედეგად ორივემ მიიღო ხელისუფლებიდან აბსოლუტური ჩამოშორება და ოპოზიციისთვის ხელისუფლების აბსოლუტური ¬ გადაბარება. თუ ივანიშვილი უფრო გონიერი აღმოჩნდება, ვიდრე სააკაშვილი, და მიხვდება, რომ პოლიტიკური დინამიკა შეიცვალა და პარლამენტს, რომელიც დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობით ჰყავს წარმოდგენილი, აღარ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის ლეგიტიმაცია (და რომ არა აქვს, ყველამ კარგად ვნახეთ, რადგან პრაქტიკულად ყველა მაჟორიტარული ოლქი წააგო, საერთო ჯამურ რიცხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ამ პოლიტიკური პროცესის ბატონ-პატრონი დარჩებიან ისევ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება", თუ დანიშნავენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. თუ არ დანიშნავენ, ივანიშვილს გარანტიას ვაძლევ, რომ რიგგარეშე არჩევნებს ხალხი დაანიშნინებს. ამიტომ ახლა მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, დაიტოვებს პოლიტიკური მართვის სადავეს, თუ გაუშვებს ხელიდან და იძულებული გახდება, სხვას გადასცეს. მას ახლა ეს გადაწყვეტილება აქვს მისაღები და როგორც გითხარით, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი კანდიდატი მოიგებს. ახლა რომ არჩევნების მოგებაზე არიან გადართული, გასაგებია. ახლა ისინი მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს ელაპარაკებიან და 29 ნოემბერი რომ გათენდება, ამისთვის რა გეგმა აქვთ და რას ეტყვიან მთელი ქვეყნის მოსახლეობას და არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს, ეს არის მნიშვნელოვანი“, -განაცხადა ხიდაშელმა.

ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა და ამით თავად დაარღვია ის პრინციპები, რის საფუძველზეც ევროპა შენდებოდა - შალვა პაპუაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 14:34

ორი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაში ბრიუსელმა უზარმაზარი პოლიტიკური ენერგია და ფინანსური რესურსი ჩადო: საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რუსული კანონი“; საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის

ივანიშვილმა მიმართა იმ ხერხს, რომელიც მოსკოვში ნაცადია - არ ჭრის ლეგალური გზები, პიარული შეტევა, მოდი, გადავიდეთ დატუსაღებაზე, დატყვევებაზე, წამებაზე და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე - თაზო დათუნაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 12:50

ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ სპექტრს პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით, ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა და პოლიტიკა დაატყვევა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი ს

არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება -ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 12:30

2022 წლიდან, როდესაც ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, ჩვენ ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით  ევროკავშირისკ

უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ, როდის, რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე - მიხეილ სააკაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 12:27

გუშინდელს შემდეგ, კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ოპოზიციური ერთობის აუცილებლობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განმარტებით, „ოპოზიციამ უნდა დ

საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი - ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 11:58

ორი წლის წინ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც განსხვავდება ახლახან მიღებული FARA-ს კანონისგან, რომელიც ამერიკული კანონის ასლია. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც მხოლო

არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა - ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 11:51

არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა, - ამის შესახებ  საქართველოს