უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ივნისი, 2020 14:40
font-size

თუ პარლამენტს ახლაც არ ექნება მკაცრი პოზიცია, მაშინ პირდაპირ ჩავბარდეთ მიკროსაფინანსოებს, კომერციულ ბანკებს და მათ გვმართონ - დავით ჭიჭინაძე

„თუ პარლამენტს ახლაც არ ექნება მკაცრი და ხისტი პოზიცია, მაშინ პირდაპირ ჩავბარდეთ მიკროსაფინანსოებს, კომერციულ ბანკებს და მათ გვმართონ, რაღად გვინდა ან მთავრობა, ან კონსტიტუცია, ან საერთოდ სახელმწიფო?!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და მიკროსაფინანსოების და კომერციული ბანკების ხელმძღვანელობას პრემიერ გიორგი გახარიას განკარგულების მორიგ ჯერზე იგნორირებაში ადანაშაულებს.

„მიკროსაფინანსოები და კომერციული ბანკები ისევ არ ასრულებენ პრემიერ გახარია განკარგულებას, სესხების პროცენტების დარიცხვის გადავადების გარეშე. არადა, პრემიერ-მინისტრმა ორჯერ განაცხადა, რომ მათ, ვისაც შეუწყდათ ან შეუმცირდათ შემოსავალი, 2020 წლის მარტის შემდეგ, სესხები ჯერ 3 თვით, შემდეგ კიდევ 3 თვით გადაუვადდებოდათ კაპიტალიზაციის გარეშე. ფინანსურმა ინსტიტუტებმა კი, ეს განკარგულება უბრალოდ დააიგნორეს და ადამიანებს გაზრდილი, პროცენტებდარიცხული გადასახადი წარუდგინეს. ამის შესახებ მე კონკრეტული ადამიანებისგან ვფლობ ინფორმაციას და წარვუდგენ, როგორც პარლამენტს, ასევე მთავრობას,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის დღევანდელ სხდომაზე.

ჭიჭინაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისმა კომიტეტმა, პარლამენტში მკაცრი, ხისტი პიზიცია უნდა დააფიქსიროს, რათა „პრემიერ გახარიას განცხადება მორიგ ჯერზე არ დარჩეს მხოლოდ მაღალი ტრიბუნიდან წარმოთქმულ დაპირებად“.

„მაშინ როდესაც ადამიანები სახლებში გამოვკეტეთ, მათ დამატებული პროცენტების კი არა, დაგროვილის გადახდა გაუჭირდებათ, მითუმეტეს, თვითდასაქმებულებს. ამიტომ, ჩვენ, პარლამენტი, შესაბამისმა კომიტეტმა მაინც უნდა დავაფიქსიროთ სასწრაფოდ ჩვენი მკაცრი, ხისტი პოზიცია იმის თაობაზე, რომ პრემიერ გახარიას განცხადება მორიგ ჯერზე არ დარჩეს მხოლოდ მაღალი ტრიბუნიდან წარმოთქმულ დაპირებად. წინააღმდეგ შემთხვევაში ან პარლამენტი რად გვინდა, ან მთავრობა, ან კონსტიტუცია, ან სახელმწიფო?! ჩავბარდეთ პირდაპირ მიკროსაფინანსოებს, კომერციულ ბანკებს და მათ გვმართონ, ასე კანონზე მაღლა თუ დგანან. ასევე უმნიშვნელოვანესია შესრულდეს, პრემიერის 27 მაისის განცხადება, როდესაც საპარლამენტო მდივანს დაავალა დარგებთან მიმართებაში შეესწავლა ვის ეხება ფორსმაჟორული სიტუაცია. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება რესტორნების, სასტუმროების ბიზნესისთვის და ამ სფეროებში დასაქმებული ათასობით ადამიანისთვის. ამიტომ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოგიწოდებთ, დავგეგმოთ შეხვედრა, თუნდაც ეკონომიკის მინისტრთან ერთად და განვსაზღვროთ, შევათანხმოთ ის დარგები, რომელსაც ფორსმაჟორი შეეხება, რადგან თვითონ მთავრობაც კი აღიარებს, რომ სურათი საკამოდ მძიმეა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი