უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 თებერვალი, 2017 17:20
font-size

თუ პრეზიდენტი ე.წ. ფარული მოსმენების კანონს ვეტოს დაადებს, ჩვენ ამას დავძლევთ - გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, გუშინ მეორე მოსმენით მიღებული კანონი ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ განსხვავდება წინამორბედი მოდელისგან

„პრაქტიკულად განუკითხაობისგან და დანაშაულებრივი სიტემისგან ჩვენ შევქმენით კონსტროლს დაქვემდებარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების სისტემა. ასე რომ, პრეზიდენტსაც ექნება იმის დრო და საშუალება, რომ გაეცნოს კანონს“, - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.

საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი ავტორის თქმით, თუ პრეზიდენტი ე.წ. ფარული მოსმენების ახალრედაქტირებულ კანონს ვეტოს დაადებს, უმრავლესობა მას, დიდი ალბათობით, დაძლევს.


„ჩვენ ვართ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის საკმაოდ სერიოზული ნაწილი, ამიტომ, ამასაც სერიოზულად უნდა შეხედოს პრეზიდენტმა. თუკი იქნება ვეტო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დავძლიოთ“, - თქვა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი ე.წ. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ , მამუკა მდინარაძემ განაცხადა, კანონში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, სუს-ის უფროსი აღარ დანიშნავს ფარული მოსმენების განმახორციელებელი სააგენტოს უფროსის მოადგილეებს და აღარ დაამტკიცებს ამ უწყების დებულებას. პრემიერი უკვე კომისიის წარდგინებით დანიშნავს სააგენტოს ხელმძღვანელს.

რაც შეეხება ოპოზიციას, მისი თქმით, ეს ცვლილებები უმნიშვნელოა და კანონის ზოგად არსს არ ცვლის.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“ ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

20 აპრილი, 2019 , 15:00

2019 წლის 21 აპრილს, 14:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ (რუსთაველის გამზ. 13, საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ მორიგი ყრილობა. ყრილობის დღ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

20 აპრილი, 2019 , 12:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. როგორც სუს-ში აცხადებენ, მხარეებმა უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირ

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

20 აპრილი, 2019 , 10:20

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა

გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე მე - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს პრემეირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ გიორგი ქობულიასთან გუშინაც ჰქონდა შეხვედრა და დღესაც ექნება მთავრობის სხდომის შემდეგ. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა ჟურნალის

ნათია თურნავას ამბიციური და მკაცრი დავალებები ექნება შესასრულებელი - მამუკა ბახტაძე

19 აპრილი, 2019 , 14:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა წარადგინა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დავალებები, რომელიც ახალ მინისტრს ექნება შესასრულებელი იქნება ამბიციურ

საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგი გაიმართა

19 აპრილი, 2019 , 13:30

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და სერბეთს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე ორმხრივი დიალოგის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სერბეთის დელეგაციას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში სერბეთის მთავარი მომლაპ

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019