უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

3 იანვარი, 2017 12:40
font-size

თუ პრეზიდენტი ივნისი-ივლისის თვეებში გადადგება, მას პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა ვერ მოუსწრებს - კონსტიტუციონალისტი

კონსტიტუციონალისტმა ვახო ჟვანიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პროგნოზთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვადამდე ადრე გადადგეს.

როგორც ჟვანია ამბობს, თუ პრეზიდენტი ამ ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტს, მან ეს უნდა გააკეთოს სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამნეტში მეორე მოსმენით გავა.

„თუ პრეზიდენტი დაახლოებით ივნისი-ივლისის თვეებში გადადგება, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მას ახალი საკონსტიტუციო რეფორმა, ანუ თუნდაც პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა ვერ მოუსწრებს და საპრეზიდენტო არჩევნები ისევ პირდაპირი წესით ჩატარდება.

აქ უკვე ისმის მეორე მნიშვნელოვანი კითხვა, რამდენად არის შესაძლებელი ვთქვათ ავირჩიოთ ახალი პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების გზით და უკვე ამ კონსტიტუციური პროექტის გარდამავალ დებულებებში ჩაიწეროს ის, რომ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს უწყდება უფლებამოსილება და შემდგომი ახალი პრეზიდენტი უკვე პარლამენტმა აირჩიოს.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ მოქალაქეები კონკრეტულ ადამიანს, კანდიდატს აძლევენ კონკრეტული უფლებამოსილებებით ხმას და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს დაბადებს და არ იქნება კონსტიტუციონალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე’’, - აცხადებს ვახო ჟვანია.

ნინო ექვთიმიშვილი

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

ძალიან ვწუხვარ ბატონი ალეკოს თემაზე, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას - ვახტაგ გომელუარი

19 აპრილი, 2024 , 14:26

პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე. "ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ე

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი