უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 ოქტომბერი, 2017 10:55
font-size

თუ ქართული არხები არ იქნება, ვის რაში სჭირდება ეს საკაბელოები - რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საკაბელო ტელევიზიების კავშირში შემავალი კომპანიების მიერ რამდენიმე ტელევიზიის გათიშვას.

"საკაბელოებმა რუსთავი, იმედი და კიდევ რამდენიმე ქართული არხი გათიშეს. ფულის გადახდა არ გვინდაო. როგორც ვიღებდით მუქთად დღემდე, ასევე გვაჩუქეთ თქვენი პროდუქციაო.

ნაცვლად იმისა, რომ ერთი-ორი კრემლის პროპაგანდისტული არხი არ იყიდონ და ამ დაზოგილი ფულით ქართული არხების სიგნალი შეიძინონ, მუქთად უნდათ ეს ყველაფერი.

თუ ქართული არხები არ იქნება, ვის რაში სჭირდება ეს საკაბელოები. გათიშვები და ზარალი მერე ნახეთ. მე ნამდვილად არ დავიტოვებ არცერთს. დღეს მრავალი ალტერნატივა არსებობს სასურველი არხების ყურების", - წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

საკაბელო ტელევიზიების კავშირში შემავალმა კომპანიებმა სატესტო რეჟიმში რამდენიმე ტელეარხი გათიშეს. ესენია "რუსთავი 2“, "კომედი არხი“, "მარაო“, "იმედი“, "მაესტრო" და "ჯიდიესი“.

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომ არ გაჩენილიყო კითხვები, სამუშაოები შეჩერდა -მამუკა ბახტაძე

26 მაისი, 2019 , 10:57

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა, იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ გაჩენილიყო კითხვები, რომელიც ახლა დასვით, სამუშაოები შეჩერდა,

პირადად ვპირდები მიქაუტაძეს, რომ ჩავალპობ ციხეში - გედევან ფოფხაძე

25 მაისი, 2019 , 19:14

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, გიორგი მიქაუტაძის უვადო მოსამართლედ გამწესებას გამოეხმაურა, “გიორგი მიქაუტაძეს მინდა, პერსონალურად მივმართო და ვურჩ

ნატო ჩხეიძე: 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ვახშამზე დამპატიჟეს მე, რომელმაც 26 მაისის გაუქმება ჯერ კიდევ 15 აპრილს კანონპროექტით მოვითხოვე

25 მაისი, 2019 , 16:35

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სახელმწიფო მიღებაზე მის მიწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: ის, რაც ხდება 26 მაისისადმი მიძღვნილ საზ

„ჩვენ რატო უნდა შეგვტკიოდეს ამ ხალხზე გული, საკუთარი თავი რომ ფეხებზე კიდიათ და საკუთარ ხმას უნიტაზში გადაუძახეს?“

25 მაისი, 2019 , 14:35

ჭიათურაში, მაღაროელთა გაფიცვას “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელში ეხმაურება. „აი მითხარით ახლა, ეს პარადოქსია, თუ ეროვნეული უბედურება:   სამი დღის წინ, არჩევნებში, ჭ

ჩვენი ოპონენტები იმდენად გაწბილებულები არიან, რომ ბიუჯეტის მატებასაც კი უარყოფითად აფასებენ - ირაკლი ზარქუა

24 მაისი, 2019 , 17:10

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ აგონიაში მყოფი პარტია უწოდა. მისი განცხადებით, ისინი იმდენად გაწბილებ

ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები, რომ ფასების ზრდა არ დაუშვას - კობა გვენეტაძე

24 მაისი, 2019 , 16:45

„საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ლარის მცურავი გაცვლითი კურსი. ასეთი კურსისთვის დამახასიათებელია მოკლევადიან პერიოდში მერყეობა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტ