უკან

საზოგადოება

5 აპრილი, 2018 12:10
font-size

თუ ქართული სასამართლო არ მიიღებს „სითი პარკის“ გამამართლებელ განაჩენს, კომპანია მიმართავს საერთაშორისო არბიტრაჟს - კომპანიის იურისტი

„სითი პარკი“ სამართლებრივ დავას იწყებს თბილისის მერიის წინააღმდეგ. კომპანია ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ კახი კალაძის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს. „სითი პარკის“ შეფასებით, ეს გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

კომპანიის იურისტის, თამარ შუბითიძის თქმით, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, „სითი პარკი“ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავს.

„კომპანიას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების შესახებ გადაწყვეტილება გამოცემული იყო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. თუ ქართული სასამართლო არ მიიღებს კომპანიის გამამართლებელ განაჩენს, კომპანია მიმართავს საერთაშორისო არბიტრაჟს“, - აცხადებს შუბითიძე.

13 მარტის ბრიფინგზე კალაძემ განაცხადა, რომ მერია „სითი პარკთან“ კონტრაქტს წყვეტს 10 აპრილს. „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.

„სითი პარკსა“ და მერიას შორის ხელშეკრულება ძალაში უნდა ყოფილიყო 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი