უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ივლისი, 2017 17:05
font-size

თუ ,,ქართველთა მარში’’ უნდა გადაიქცეს ქსენოფობიურ მარშად, ეს უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენ ეროვნულ ღირებულებებს - სალომე ზურაბიშვილი

დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელით ემხიანება ქართველთა მარშს.

როგორც ზურაბიშვილი წელს, სიტუაციას მკაცრად დარეგულირება სჭირდება.

,,ძალიან აღშფოთებული ვარ იმის გამო თუ რა ხდება ჩემი სახლის გვერდზე, ლესელიძეზე, ახალი ტფილისის ქვეყნის სახსრებით აღდგენილ აღმაშენებელზე ან ჩემ საარჩევნო უბანში ვარდების მოედნის მიწისქვეშა დაწესებულებში .... დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტუაციას მკაცრად დარეგულირება სჭირდება და აქ პირველი პასუხისმგებლობა მერიასი, ხელისუფლების და კანონმდებელი ორგანოსი, პარლამენტისაა ... ორიოდე კვირის წინ გამგებლის და ზედამხედველობის თანხლებით ჩავიარეთ ჩემი უბნის მთავარი ქუჩები, რათა უცხო ენაზე კანონდარღვევით გამოკრულ პლაკატებსა და რეკლამებზე აუცილებელი რეაგირება მომხდარიყო. ცხადია საზოგადოებაც უნდა მონაწილეობდეს ქალაქის იერსახის და კულტურულ ეროვნულ იდენტობის დაცვაში რამეთუ ეს არა მხოლოდ ჩვენი - ანუ პატარა ერის - თვითმყოფადობის განუყრელი ნაწილია, არამედ და ამავდროულად ჩვენი ტურისტული მიმზიდველობის ანუ ეკონომიკის ერთ-ერთ წყაროსაც წარმოადგენს.

თუმცა არ შემიძლია არ ვიფიქრო, რომ ქართულ ღირებულებებს არანაკლებად ვაზიანებთ, როცა ვუგულებელვყოფთ ჩვენ ისტორიულ მახასიათებლებს: ტოლერანტობას, სტუმართ მასპინძლობას, გახსნილობას და შემწყნარებლობას.... ჩვენმა კულტურამ ყველა უცხო დამპყრობლებს გაუძლო საიდანაც არ უნდა მოსულიყვნენ, ყველასგან რაღაც შეითვისა და შეირგო, და ყველაფრის მიუხედავად, გალობანი სინანულისანში სპარსულ ენის სიტკბოს მიუძღვნა დავითმა!

ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც გადის ხაზი ერთი მხრივ ჩვენი თავის დაცვისა და თვითშეგნების გაღვიძების და, მეორე მხრივ, არალეგალური უცხოელების ქვეყნიდან განდევნის მოთხოვნათა შორის.

არალეგალები მთელ მსოფლიოში გაფანტულნი არიან და მათ შორის მილიონამდე ქართველი რომლის მიმართ არ ვისურვებდი მკაცრ და დაუნდობელ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნებიდან.

ეს იმას ნიშნავს, რომ აქცენტი უნდა იყოს სწორი: საზოგადოება მეტს უნდა ითხოვდეს საკუთარი ხელისუფლებისგან და ეს იყოს გამოხატული მკაფიოდ და არა უცხოელის მიმართ აუტანლობა ან სიძულვილი.

ჩვენი ადათწესები დავიცვათ და ჩვენ სტუმრებს მოვთხოვოთ მათი პატივისცემა, ტურიზმის ეკონომიურ ინტერესების გათვალისწინება გვმართებს ოღონდ ეკონომიკის მოთხოვნების მსხვერპლად და მონად არ უნდა ვიქცეთ.

კერძო მესაკუთრეების უფლებები არ უნდა დაირღვეს და მან უნდა შეძლოს გაქირავება და გაყიდვა, თუნდაც უცხოელზე, თუ არ გვინდა ჩვენივე მოსახლეობა დავაზარალოთ და შევზღუდოთ, მაგრამ უცხოელ მეპატრონეს უნდა მოეთხოვოს ქალაქის, უბნის, ქუჩის იერსახის შენარჩუნება გარეთ (ანუ ჩილიმების ქუჩად არ უნდ გადაიქცეს შარდენი თუ აღმაშენებელი) და ჩვენი კანონების შესრულება შიგნით (პოლიცია უნდა შედიოდეს დაწესებულებებში და ამოწმებდეს სანიტარულ და სხვა "პირობებს", აჯარიმემდეს და საჭიროების შემთხვევაში ხურავდეს ....)

მოკლედ თუ ხვალინდელი დემონსტრაცია იმას ემსახურება რომ მეტი რეაგირება და აქტიურობა გამოიწვიოს, მოითხოვოს, ხელისუფლებისგან სრულიად მისაღებია, გასაგები და დროული ( თუმცა ადგილს სხვას ვარჩევდი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად) თუ ეს უნდა გადაიქცეს ქსენოფობიურ მარშად რომელიც ჩვენ ქვეყანას, მის წარსულსა და ტრადიციებს არ ეკადრება, ამ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ეს უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენ ეროვნულ ღირებულებების ვიდრე ის უცხოელები ვისგანაც ვითომცდა თავს ვიცავთ!’’, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს

15 ნოემბერი, 2018 , 17:50

მაშველებმა ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ბავშვის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამასთან, ცოტა ხნის წინ, მაშველებმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი

ფონიჭალაში, საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს

15 ნოემბერი, 2018 , 17:46

ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქებისას ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება. სამძებრო - სამაშველო ღონისძიებები ა

კონკურს ,, ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინიციატივით, „თიბისი“ ბანკის ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ მონაწ

2019 წლის 1 იანვრიდან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება გარკვეული კატეგორიის ორგანიზაციებისთვის სავალდებულო ხდება

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

2019 წლის 1 იანვრიდან, იმ პირებისა და ორგანიზაციებისთვის, ვისაც ადმინისტრაციულ ორგანოებთან ბიზნეს/საქმიანი ურთიერთობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით უწევს, მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღებისას, ე

ახალი სამედიცინო ცენტრი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს- ლევან იზორია

15 ნოემბერი, 2018 , 16:35

დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს ახალ სამედიცინო ცენტრში დროული და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება უახლოეს მომავალში შეეძლებათ. დღეს ქუთაისში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო

მიხეილ ბატიაშვილმა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

15 ნოემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია, მიმდინარე სასწავლო პროგრამებს გაეცნო და სტუდენტებს და პროფესორ-მასწავ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`