უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 აგვისტო, 2017 16:20
font-size

თუ ქეთი დოლიძის დაპატიჟება ჩაიზე ძალაშია, უარს არ ვიტყვი ნამდვილად - მიხეილ გიორგაძე

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის

სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მინისტრის ბრძანებით ქეთი დოლიძე გიორგი სიხარულიძემ შეცვალა.

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება, პირველ რიგში მიექცა ადმინისტრირებას, საორგანიზაციო საკითხებს და მენეჯმენტს.

„არ ვარჩევთ იმას, რამდენად მოგვწონს ან არ მოგვოწონს ვინმეს დადგმული სპექტაკლი. ჩვენ ვირჩევთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც ევალებათ პირველ რიგში ადმინისტრირება, საორაგანიზაციო საკითხები და შესაბამისი დაწესებულებების მენეჯმენტი. ამ ნაწილში, როგორც ავღნიშნე, კატასტროფული უუნარობა და არაკომპეტენტურობა წარმოაჩინა წინა ხელმძღვანელობამ“,-აღნიშნა გიორგაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ქეთი დოლიძემ მინისტრს შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც ჩაიზე ეპატიჟება, მიხეილ გიორგაძემ თქვა, რომ თუ ეს წინადადება ძალაშია, იგი მზად არის შეხვდეს ქეთი დოლიძეს.

„ცოტა არასერიოზული მგონია მთელი ეს საუბარი. აქ საბავშვო ბაღი არ არის და განაწყენება დაზავებაზე საუბარი აბსოლუტურად უადგილოა. გადაწყვეტილებები, რომელიც სამინისტროში მიიღება, არც არავის პირად დამოკიდებულებაზე არ არის დაფუძნებული და არც არავის წყენაზე. საუბარი მასთან არ მქონია, მესიჯი ნამდვილად მივიღე, თუ ახლა ჩაიზე გპატიჟებს ადამიანი და თუ ეს დაპატიჟება ძალაშია, უარს არ ვიტყვი ნამდვილად, თუნდაც იმიტომ, რომ ვინმემ არ ჩათვალოს, რომ გაბუტული ვარ და რაღაც პირადი მიუღებლობა მაქვს ამ ადამიანის მიმართ“,-აღნიშნა მინისტრმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი