უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 მარტი, 2017 16:30
font-size

თუ ქვეყანაში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიას შეეზღუდება საქმიანობა, ეს იქნება პრობლემა ქვეყნის დემოკრატიულობასთან მიმართებაში - გიორგი მარგველაშვილი

რუსთავი 2, ისე როგორც ყველა დამოუკიდებელი და არაკონტროლირებადი მედია არის ნაწილი ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური მდგომარეობის, იმ მდგომარეობისა, რომელიც ქმნის ქვეყანაში დემოკრატიულ მმართველობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

,,მედია აღიქმება მეოთხე ხელისუფლებად და მედიის დამოუკიდებლობა და კრიტიკულობა არის შემადგენელი ნაწილი ქვეყნის დემოკრატიულობის. კითხვები არის ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული, თუ ქვეყანაში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიას შეეზღუდება თავისი საქმიანობა, ბუნებრივია, ეს იქნება პრობლემა არა ერთი რომელიმე არხის, არამედ ეს იქნება პრობლემა ქვეყნის დემოკრატიულობასთან მიმართებაში. ეს არის ის კითხვები, რომელიც არ ჩამოსულა დაბლა ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგებიდან. ამ კითხვების მიმართ მიდგომა არ განელებულა არც ერთ ეტაპზე”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონის შეხვედრებზე საუბარი მუდმივად შეეხებოდა მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს.

”მე კიდევ ერთხელ არ ვეხები სამართლებრივ დავას, არ ვეხები საკითხებს, რომელიც სასამართლოს კონტექსტში განიხილება, მაგრამ ნებისმიერი მედია ეკუთვნის არა მხოლოდ მედია საშუალებას, არამედ საზოგადოებას”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი