უკან

საზოგადოება

27 იანვარი, 2021 20:33
font-size

„თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა

რადიო „იმედის“ გადაცემაში „კვირის პოლიტიკა“ თავდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ შეეხო ჯარის კვების საკითხზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებულ კრიტიკას და აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში კვების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და ეს ბრალდებები სრულად მოკლებულია საღ აზრს.

„როგორ შეიძლება დღეს კვებაზე ვინმემ რამე თქვას?! მას შემდეგ რაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები და რეალური ქმედებები განვახორციელეთ. მე ვგულისხმობ ქართული ჯარის საუკეთესო, ნატურალური პროდუქტებით მომარაგებას. ყველა მზარეული გადავამზადეთ ჩვენი ცნობილი, საამაყო შეფ-მზარეულების მიერ. მონიტორინგი, კონტროლი მაქვს ძალიან მკაცრად და ყველა მომწოდებელი გავაფრთხილეთ, რომ დამთავრდა რბილი კონტროლის დრო, როდესაც რომელიმე მომწოდებელი კომპანია იგებს ტენდერს, მინდა აქვე ავღნიშნო, რომ თავდაცვის სამინისტრო არ ატარებს კვების ტენდერს, არამედ შესყიდვების სააგენტო, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო და ექვემდებარება მთავრობას.

შესყიდვების სააგენტო ატარებს კონსოლიდირებულ ტენდერებს და ხშირად ასეთი ტენდერი გულისხმობს, იმას, რომ მოგებული კომპანია ამარაგებს არა მხოლოდ ერთ უწყებას, არამედ რამდენიმე უწყებას და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მიმდინარეობს კონტროლი და მონიტორინგი.

ბუნებრივია შეიძლება ხარვეზები გამოიკვეთოს მოწოდებაში და პროდუქციის ხარისხში, რაზეც ჩვენს უწყებას მყისიერი რეაგირება აქვს, ისეთი სისტემა ავაწყვეთ, რომ მაქვს სამმხრივი გადაზღვევა.

პირველი ეს არის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, რომელიც მე შევქმენი და მუდმივად მიმდინარეობს ნებისმიერი პროდუქტის კონტროლი. მეორე ეს არის თვითონ კვების კომპანიის ლაბორატორია. და მესამე, სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ ლევანს ვთხოვე და სურსათის უვნებლობის სამსახურთან გავაფორმეთ მემორანდუმი, ისინი კი ცალკე, დამოუკიდებლად ამოწმებენ.

გვაქვს სამმხრივი გადაზღვევა, რომ რაიმე არ გაგვეპაროს. როცა ხდება წუნის დადება, ჩვენ კონკრეტულ კომპანიას ვეუბნებით, რომ გამოასწოროს. სიუჟეტი ააწყვეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ აქვთ სათქმელი ამ საცოდავ ადამიანებს არაფერი, გარდა იმისა, რომ რაღაც სისულელე მოიგონონ. ტყუილად წვალობენ და თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ, დააგემოვნონ და განწყობა, რაც ჯარში არის, ამის ნათელი დადასტურება იყო, რაც მოხდა მაგალითად არჩევნებზე ავღანეთში, როცა ჯარის 93%-მა მხარი დაუჭირა ჩემს პოლიტიკას და „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკას“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3252 ლარი გახდა

2 მარტი, 2021 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3252 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - შარლ მიშელი

2 მარტი, 2021 , 16:00

ამაყი ვარ, რადგან საქართველოში სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. შარლ მიშელის განცხადების თარგმანს საქართველოში ევროკ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 მარტი, 2021 , 16:00

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. სებ-ის ცნობით, აუქციონში მონ

ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება

2 მარტი, 2021 , 16:00

ვითიბი ბანკის Visa ბარათით გადახდისას, კვების ნებისმიერ ობიექტში, თანხის 5% უკან ბრუნდება. ქეშბექის დარიცხვა მოხდება საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საკვებ ობიექტში, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალით  გადახდისას. აქც

ჩვენ მომსწრენი გავხდით უპრეცენდენტო შეტევისა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია - ირაკლი ღარიბაშვილი

2 მარტი, 2021 , 14:55

დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, დიდი მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპ

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2 მარტი, 2021 , 14:55

2021 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ვანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმ