უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ივნისი, 2019 16:00
font-size

თუ საჭიროა, პასუხისმგებლობა ვინმემ აიღოს, ამისთვის ყოველთვის მზად ვარ - ზაქარია ქუცნაშვილი

ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას, მღელვარებას, დიდწილად სამართლიან მღელვარებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, – ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების სხდომების ორგანიზებას უწევს საერთაშორისო სამდივნო და ისინი წყვეტენ, ვინ უნდა გახსნას სხდომა. ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სამდივნოსთან უფრო მეტი უნდა ემუშავა, რომ პოლიტიკური რისკი დაეზღვია.

„ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ასამბლეები და საერთაშორისო ფორუმები უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის. ეს არის ჩემი შეუვალი და პრინციპული პოზიცია, რადგან სხვა ინსტრუმენტები, გარდა საერთაშორისო საპარლამენტო დიპლომატიისა, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, არ გვაქვს. რაც შეეხება ფორმას, ანუ ასამბლეის გამართვის ადგილს და ის, რომ სხდომა წაიყვანა არა ბერძენმა გენერალურმა მდივანმა, არამედ რუსმა დეპუტატმა, შეიძლება აქ იყო დაშვებული შეცდომა. ჩვენ ვთხოვდით საერთაშორისო სამდივნოს, რომ ეს სხდომა წაეყვანა გენერალურ მდივანს, ბერძენს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციას თავისი წესები აქვს და ამ წესების მიხედვით, ყველა საპარლამენტაშორისო ასამბლეას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი და მიჰყავს პრეზიდენტს. მაგრამ მე ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან განერვიულდა, ძალიან გაღიზიანდა იმ ფაქტზე, რომ რუსი დეპუტატი დაინახა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე და მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რადგან ალბათ მე უფრო მეტი უნდა მომენდომებინა საერთაშორისო სამდივნოში მუშაობისას, რომ მათ ეს პოზიცია დაეცვათ.

როცა ორი სკამი დადგეს პრეზიდიუმში, მაშინ უკვე მივხვდი, რომ ორივე დაჯდებოდა ზემოთ და შესაბამისად, რომელი გახსნიდა, რომელი წაიყვანდა, ეს იყო უკვე ტექნიკის საკითხი. ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას, მღელვარებას, დიდწილად სამართლიან მღელვარებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას.

საერთაშორისო ორგანიზაციების სხდომების ორგანიზებას აკეთებს საერთაშორისო სამდივნო. აქედან გამომდინარე, ისინი წყვეტენ, ვინ უნდა გახსნას. ეს დემოკრატიული გაერთიანება გახლავთ და ყველა ენა თავისუფალია. ბერძნებიც ლაპარაკობენ თავის ენაზე, სერბებიც, ქართველებიც, რუსებიც და პოლონელებიც. ის, რომ რუსი დეპუტატები რუსულ ენაზე ილაპარაკებდნენ, რა თქმა უნდა, ვიცოდი. ეს ორგანიზაცია პირველად არ იკრიბება, ყველა ქვეყანა ვინც გამოდის, თავის ენაზე გამოდის. ეს არ არის ორგანიზაცია, სადაც ფრანგულია სავალდებულო ან ინგლისური. ყველა ქვეყანა თავის მშობლიურ ენაზე გამოდის. რა თქმა უნდა, ვიცოდი, დავსწრებივარ და მომისმენია რუსული გამოსვლებიც, ბერძნულიც, პოლონურიც და ა.შ. ვგრძნობ, საზოგადოების დიდი ნაწილი გაღიზიანდა და ამიტომაც ვიხდი ბოდიშს, რომ მე ალბათ საერთაშორისო სამდივნოსთან უფრო მეტი უნდა მემუშავა, რომ დამეზღვია ეს პოლიტიკური რისკი.

ირაკლი კობახიძე არაფერ შუაში არ გახლავთ, იქიდან გამომდინარე, რომ ის უცხოეთში იმყოფებოდა, გუშინ ჩამობრძანდა სპეციალურად ასამბლეის გახსნაზე და როგორც ვიცი, დღეს ასევე აზერბაიჯანში იმყოფება საერთაშორისო ვიზიტით“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება მოუწევს, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა:

„ზაქარიას არასდროს შეშინებია, ჰქონდა ის პოზიცია, რაც მიაჩნია, რომ არის სწორი. სულ მარტო ვიყავი 2004 წლის პარლამენტში, როცა დავუპირისპირდი „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები შეჰქონდათ. რვა კაცი მედგა მხოლოდ გვერდში. ახლა ვგრძნობ რომ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება სწორია და ამიტომაც მოვიხადე ბოდიში. თუ საჭიროა, ათენში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, თბილისში ვინმეს პასუხისმგებლობა, თუ საჭიროა, პასუხისმგებლობა ვინმემ აიღოს, მე ყოველთვის მზად ვარ ამისთვის“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.

სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.

ქუცნაშვილის კომენტარს და აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი