უახლესი ამბები
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
თუ საქართველოში ნატოს სამხედრო ძალები განთავსდება, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს - კონსტანტინე კოსაჩოვი
რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინე კოსაჩოვის განცხადებით, თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება და ამას მოჰყვება რუსეთის საზღვართან ალიანსის სამხედრო ძალების განთავსება, რუსეთს ამაზე საპასუხო რეაქცია ექნება, რაც იქნება გამოხატული სამხედრო სამზადისით.
მისივე თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში“ „თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება გადაიქცეოდა არარეალოურ პერსპექტივად“.
კოსაჩოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში, ქვეყანაში გავრცელდება ალიანსის სამხედრო დაგეგმარების პროგრამები, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში ახალი ტიპის შეიარაღებისა და ქვედანაყოფების განთავსებას.
„ყველაფერი ეს სამხრეთ კავკასიაში დამატებით დაძაბულობას შექმნის და ნიშნავს შემხვედრ სამხედრო სამზადისს რუსეთის მხრიდან.
თუ რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ახალი სისტემები განლაგდება, მაშინ მოსკოვი მიმართავს ყველა ზომას რუსეთისა და მისი მოკავშირეების დასაცავად“, -დასძინა კოსაჩოვმა.
კოსაჩოვმა არაშორსმხედველი უწოდა ქართველი პოლიტიკოსების პოზიცია , რომლებიც ითხოვენ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.
„ჩვენ არ ვემუქრებით და არასდროს არ ვემუქრებოდით საქართველოს“, -აღნიშნა კოსაჩოვმა.