უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივნისი, 2018 17:47
font-size

თუ თბილისის მერიასთან შედგა შეთახნმება ხელფასების 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაზრდის შესახებ, მეტრო ხვალ დილიდან ამუშავდება - ზაზა ბარბაქაძე

მეტროს მემანქანეთა განცხადებით, თუ მათსა და თბილისის მერიას შორის გაფორმდება შეთახნმება, რომლის თანახმად, მემანქანეებს 2019 წლის პირველი იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ, ისინი მზად არიან, მუშაობა ხვალიდანვე განაახლონ.

„ჩვენ არასდროს დაგვიყენებია საკითხი, რომ დღესვე მოხდეს ხელფასის მატება. თუმცა ხელმოწერილი დოკუმენტი უნდა შედგეს, რათა 2019 წლის იანვარში იყოს ის, რასაც ვითხოვთ.

გუშინ მოვიდნენ მერი და ვიცე-მერი გაფიცულებთან და არსებული სიტუაცია აუხსნეს და ხალხმაც გაიგო. თუმცა ხალხი ხელმოწერილ დოკუმენტს ითხოვს. თუ ეს შეთანხმება უახლოეს პერიოდში შედგა, მეტრო ხვალ დილიდან აუცილებლად ამუშავდება. თუმცა არა მგონია, 06:00 საათიდან, ვინაიდან მემანქანეები ნაშიმშილები არიან და დასვენება სჭირდებათ”, – განუცხადა ჟურნალისტებს მეტროს ერთ-ერთმა გაფიცულმა მემანქანემ ზაზა ბარბაქაძემ.

მისი თქმით, თუ შეთანხმება შედგა, მეტროს მუშაობა ხვალ დილით 08:00 საათიდან განახლდება.

„ამის თაობაზე ყველა მემანქანე არ არის ინფორმირებული, რადგან ზოგი ამ წუთში აქ არის, ზოგი მანქანაში ზის. როცა შეთანხმება შედგება, ყველა იქნება ინფორმირებული”, – აღნიშნა ბარბაქაძემ.

მეტროს მემანქანეები მესამე დღეა, გაფიცულები არიან. ამის გამო ორშაბათიდან პარალიზებულია მეტრო.

2019 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო 89-ე ადგილზეა

22 იანვარი, 2020 , 14:35

2019 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო 89-ე ადგილზეა, ამ პოზიციას ჰონდურასთან ერთად ინაწილებს. შესაბამის კვლევას „ეკონომისტი“ აქვეყნებს. ინდექსი ბრიტანული კომპანია „ეკონომისტ ინტელიჯენს იუნ

ამ ეტაპზე, პარლამენტარის მანდატზე უარს ვამბობ - გიორგი ჩაკვეტაძე

22 იანვარი, 2020 , 13:30

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს. ჩაკვეტაძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელსაც თბილისის საკრებულოსა და პარ

ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე არ ვემხრობი პროპორციულ სისტემას - კახა კალაძე

22 იანვარი, 2020 , 11:40

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ არსებული საარჩევნო სისტემა იდეალურია და "შესაძლებლობა რომ იყოს", 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის კონსტიტუციით გაწერილი პროპორციულ სისტ

“გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო” - აშშ-ს ოთხმა კონგრესმენმა გიორგი გახარიას წერილი გამოუგზავნა

22 იანვარი, 2020 , 11:25

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარის, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის ცნობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა წერილი გამოუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცი

საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა ისრაელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს

22 იანვარი, 2020 , 11:00

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტს მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებისას, ისრაელის გავლენებისა და ურთიერთობების გამოყენება სთხოვა, რათა ისრაელმა შეახსენოს მათ, რომ საქართველოს

`საკანში ვიზიტის ვიდეოს გამოქვეყნება წულუკიანის გადაყენების საფუძველია`- არასამთავრობოების განცხადება

21 იანვარი, 2020 , 17:35

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ იუსტიციის მინისტრმა, თეა წ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`