უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ივლისი, 2017 14:40
font-size

თუ უკრაინაში არ შემიშვებენ, აეროპორტში ვიცხოვრებ - მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის ჩამორთმევაზე

საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს ის ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამის შესახებ მან „უკრაინულ პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ წავალთ ადმინისტრაციულ სასამართლოში. თუკი იქ არ გამოვა, სტრასბურგში წავალთ“, - უთხრა სააკაშვილმა „უკრაინულ პრავდას“.

სააკაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა სააკაშვილის მიერ „საერთო მოქმედების შტაბის“ ამოქმედება.

„რეალურად ამბობდნენ, რომ რაღაც სიმღერაა იყო მიზეზი, მაგრამ ეს სისულელეა. ვფიქრობ, პოროშენკოსთვის ბოლო წვეთი გახდა, რომ ხალხის გაერთიანება დავიწყე „საერთო მოქმედების შტაბში“ და ამის შეეშინდა“, - თქვა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა არ გამორიცხა , რომ პოროშენკომ ეს გადაწყვეტილება უკრაინელი ბიზნესმენის, რინატ ახმეტოვის რჩევით მიიღო.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მან უკრაინაში ყველა შესასვლელი და გასასვლელი იცის, მაგრამ თუკი უკრაინაში არ შეუშვებენ, „ბორისპოლის“ აეროპორტში „დაბინავდება“.

„ვიცხოვრებ „ბორისპოლის“ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში. იქ კარგი რემონტი გააკეთეს, ჩემი მეგობარია დირექტორი. იმედია, რამე მყუდრო ადგილს მომინახავს. ვხუმრობ, მაგრამ შესაძლებლობას მოვინახავ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

26 ივლისს გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის მიზეზი მოქალაქეობაზე განაცხადის შევსებისას არასწორი ინფორმაციის მიწოდება გახდა.

ანა მებურიშვილი

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი