უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 იანვარი, 2017 18:45
font-size

თუ ვალუტის კურსი კვლავ მოიმატებს, იძულებული გავხდებით, პურის ფასმაც მოიმატოს - „იფქლის“ გენერალური დირექტორი

თუ ვალუტის კურსი კვლავ მოიმატებს და კვლავ გაგრძელდება სხვადასხვა ინგრედიენტებზე ფასის გაზრდა, რაც პურის წარმოებისთვის გამოიყენება, მაშინ უკვე იძულებული გავხდებით, რომ პურის ფასმაც მოიმატო, – განაცხადა კომპანია „იფქლის“ გენერალურმა დირექტორმა ბაქარ ბაკურაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მეწარმეები პურზე ფასების მაქსიმალურად შენარჩუნებას ცდილობენ.

ბაქარ ბაკურაძის განცხადებითვე, პურის ტარიფის ზრდა ნედლეულის ფასზეა დამოკიდებული, რადგან როგორც ის ამბობს, პურის წარმოებისთვის საჭირო თითქმის ყველა ინგრედიენტი იმპორტირებულია.

„დოლარის კურსის მატების შესაბამისად, ყველა ინგრედიენტზე, რაც გამოიყენება პურის წარმოებაში, არის ფასები მომატებული, რადგან თითქმის ყველა ინგრედიენტი იმპორტირებულია. პურის მეწარმეები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ არსებული ფასი. თუმცა არსებობს გარკვეული მარაგები და ამ მარაგის ხარჯზე ვცდილობთ ფასების შენარჩუნებას. თუმცა ეს მუდმივი ვერ იქნება. არსებული სიტუაცია თუ დასტაბილურდება იმ ნიშნულზე, რაზეც დღეს ვიმყოფებით, სავარაუდოდ, ვეცდებით, რომ ეს ფასი შენარჩუნებული იყოს, მაგრამ თუ ვალუტის კურსი კვლავ მოიმატებს და კვლავ გაგრძელდება სხვადასხვა ინგრედიენტებზე ფასის გაზრდა, რაც პურის წარმოებისთვის გამოიყენება, მაშინ უკვე იძულებული გავხდებით, რომ პურის ფასმაც მოიმატოს“, – განაცხადა „იფქლის“ გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, ის თუ რამდენით მოიმატებს ფასი, ამის თქმა ძნელია, რადგან დოლარის კურსზეა დამოკიდებული ესეც.

,,ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მოსახლეობის გვერდით ვიდგეთ და მიზერული თანხით მოვახდინოთ დანაკარგის ანაზღაურება. მაქსიმალურად გაზრდა არ იგეგმება“, – აღნიშნა ბაკურაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0651 ლარი გახდა

15 ივლისი, 2020 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0651 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0633 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გასულ წელთან შედარებით 17.8%-ით გაიზარდა

15 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.8%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსულ

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 110 ნომრიანი სასტუმრო “აისი“ გაიხსნება

15 ივლისი, 2020 , 15:21

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და „აისი“-ს პარტნიორობის შედეგად თბილისის ძველ უბანში, ავლაბარში 110 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნ

ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი - სალომე ზურაბიშვილი

15 ივლისი, 2020 , 15:13

მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, არაქართული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქ

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების საფასური საათში 1 ლარი იქნება

15 ივლისი, 2020 , 13:34

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ვიზიტორებს ერთი საათის განმავლობაში 1 ლარი დაუჯდებათ. როგორც ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის

თვითდასაქმებულების დიდ ნაწილს დღემდე არ მიუღია დაპირებული დახმარება - გიგლა მიქაუტაძე

15 ივლისი, 2020 , 12:43

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობის დაპირების მიუხედავად, თვითდასაქმებულების უმრავლესობას დღემდე არ მიუღია ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება და მათ არც ის იციან, მიიღებენ თუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე