უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 აპრილი, 2018 17:45
font-size

თუ ვეფხვია ბაქრაძე უარყოფითად ხასიათდება ბოლო 6 თვის განმავლობაში, 8 თვით ადრე რატომ ხასიათდებოდა დადებითად? - ზვიად ქორიძე

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე ინტერესდება, თუ რატომ მიიღო შეწყალების კომისიამ ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით მის გათავისუფლებამდე 8 თვით ადრე დაადებითი, ხოლო 6 თვით ადრე ე.წ. უდოს კომისიამ - უარყოფითი დახასიათება.

როგორც ქორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. უდოს კომისიასთან შეწყალების კომისიას კომუნიკაცია და კონტაქტი არ აქვს.

„ჩვენ უდოს კომისიების მუშაობასთან არანაირი შეხება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებების დახასიათებას გვიგზავნის. თუ მოვიდა უარყოფითი დახასიათება, ამას პირდაპირ წერს სასჯელაღსრულების დაწესებულება და ასეთი მსჯავრდებულის საქმე საერთოდ არ გადის კომისიაზე.

როდესაც პრეზიდენტმა გაუნახევრა სასჯელი ვეფხია ბაქრაძეს და მას საპატიმროდ მოსახდელად დარჩა 7 თვე, მას გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ ყოველ თვე მიემართა ე.წ. უდოს კომისიისთვის. ვეფხია ბაქრაძემ 6-ჯერ მიიღო უარი ე.წ. უდოს კომისიისგან. როგორც საჯაროდ მოვისმინეთ სამინისტროს წარმომადგენლისგან, ისინი ეყრდნობოდნენ უარყოფით დახასიათებას. მაშინ ჩვენც გვიჩნდება კითხვა, თუ უარყოფითად ხასიათდება ეს მსჯავრდებული ბოლო 6 თვის განმავლობაში, 8 თვით ადრე რატომ ხასიათდებოდა დადებითად და რატომ მოგვივიდა ჩვენ ასეთი დასკვნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს განგებ გააკეთეს?“, - განაცხადა ქორიძემ.

საკვანძო სიტყვები:

პროკურატურის მუშაობის ხარისხის ამაღლების თემაზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით გაცნობითი შეხვედრები ჩატარდა

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურის მუშაობის ხარისხის ამაღლების თემაზე პროკურორებისთვის და სისტემის გამომძიებლებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ფ.შ. განსაკუთრებით დიდი

სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

22 სექტემბერი, 2018 , 12:55

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას საქართველოს მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო

გორში ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბიძა-დისშვილი: 1977 წელს დაბადებული რ.ქ. და 1984 წელს დაბადებული გ.თ., ძ

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მც

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ჩანაწერითაც დაინტერესდება

21 სექტემბერი, 2018 , 17:50

მთავრი პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერითაც დაინტერესდება. “უკვე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს, რო

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`