უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

19 ნოემბერი, 2018 16:25
font-size

თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდის - ივანე მაჭავარიანი

თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდის. ეს უნდა იცოდეს როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ისე საბანკო სფერომ და ფინანსურმა ინსტიტუტებმა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, სესხის აღების პროცედურები შეიცვალა, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული დოზით ჭარბვალიანობის პრობლემა ქვეყანაში აღარ დადგება. მისივე თქმით, საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებული ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხის გადახდა არ მოხდეს და ამას არავინ წაახალისებას.

„უპასუხისმგებლო დაკრედიტება იყო. არ ხდებოდა ადამიანების შემოსავლის შემოწმება. ხდებოდა დრაკონულად დიდი ჯარიმების და პროცენტების დარიცხვა. შემოვიდა რეგულაციები და ამის შეზღუდვა, რასაც ჰქვია პასუხისმგებლიანი დაკრედიტება. ეს არის ამოსავალი წერტილი. დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ ასეთი სესხების აღებას. შესაბამისად, სუფთა ფურცლით იწყება ეს ყველაფერი და შემდგომში პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს - როგორც საფინანსო ინსტიტუტებმა, ისე მსესხებლებმა. ეს ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხის გადახდა არ მოხდეს. ამას არავინ წაახალისებას. ეს არის ერთჯერადი ფაქტი, რომელიც მიბმულია იმასთან, რომ შეიცვალა თამაშის წესები. მომავალი თამაშის წესები გამორიცხავს ასეთი დოზით ჭარბვალიანობას. თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის მაგივრად გადაიხდის. ეს უნდა იცოდეს როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ისე საბანკო სფერომ და ფინანსურმა ინსტიტუტებმა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

საკვანძო სიტყვები:

უნდა დამთავრდეს ჭაობი, რომელმაც გაგვიბედა და გვითხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის ავაზაკი - გიორგი მარგველაშვილი

19 მაისი, 2019 , 12:05

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ოლქში დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, უნდა დამთავრდეს ჭაობი, რომელმაც ხალხს გაუბედა და უთხრა, რომ ჯალათი არის მსხვერპლი და სიმართლისთვის მებრძოლი არის

რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციები იქნება ეს თუ სამართალდარღვევები, განურჩევლად მხარეებისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება, იქნება მკაცრი და სწრაფი - გიორგი გახარია

19 მაისი, 2019 , 10:17

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთაწმინდაზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და მედიასთან კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის გააქტიურებული იქ

უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ არჩევანი, მიუხედავად რისკებისა და პროვოკაციებისა, რომელიც შეიძლება იგეგმებოდეს - გიორგი გახარია

19 მაისი, 2019 , 09:18

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის N5 საარჩევნო ოლქში, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ, გიორგი გახარიამ, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მთაწმინდის უბნის ინტე

1 მარტიდან მაისის ჩათვლით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩვეულებრივი მიგრაციის მაჩვენებელია – არჩილ თალაკვაძე

18 მაისი, 2019 , 17:35

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან ზუგდიდში მოქალაქეების გადაწერასთან კავშირი, დეპუტატმა განმარტა, რომ რაიონებიდან ქალაქში ჩაწერა არის ჩვეულებრივი მიგრაცია და ეს არ შეიძლე

ნატო ჩხეიძე: მინისტრი სახელმწიფოს ჯარისკაცი უნდა იყოს და ეს ქ- ნი წულუკიანი პარტიის ჯარისკაცი ყოფილა

17 მაისი, 2019 , 15:59

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში მისვლის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი თუ იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრი უნდა წავიდეს, აბსოლუტ

არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ - მამუკა ბახტაძე

17 მაისი, 2019 , 15:35

არ შეიძლება, ყველაფერი არჩევნებს დავუკავშიროთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახატძემ ჟურნალისტების კითხვას, ბათუმის საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გულის მოგებას ხომ