უკან
კომენტარი
17 თებერვალი, 2018 14:10
თუ ვინმეს დანაშაული აქვს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც იმოქმედებს - კახა კალაძე
თუ ვინმეს დანაშაული აქვს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც იმოქმედებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ და აღნიშნულით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, გათავისუფლდება თუ არა მერიიდან ვინმე იმ შემთხვევაში, თუკი აუდიტის დასკვნაში დარღვევებზე იქნება საუბარი.
“მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მთავარი არის პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება და ჩვენ ასეთ ადამიანებთან ვაპირებთ მომავალშიც მუშაობას“, - განაცხადა კალაძემ.
არსებული ინფორმაციით, 19 თებერვალს თბილისის მერიის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნა გამოქვეყნდება.