უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 აპრილი, 2018 16:45
font-size

თუკი ბიძინა ივანიშვილი მინიმუმ ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს პროცესისადმი, მაშინ კობახიძეს გამოიტანენ იმ კაბინეტიდან - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. როგორც მან ტვ პირველის ეთერში ივარაუდა, დაპირისპირება „ქართული ოცნების“ დაშლით არ დასრულდება.

მისივე განმარტებით, დაძაბულობა გამოიწვია მმართველი გუნდის ახალგაზრდა, მაგრამ მცირერიცხოვანი ჯგუფის ამბიციებმა, რომლებმაც დანარჩენი უმრავლესობა გააღიზიანა.

„მე არა მგონია, რომ ეს კრიზისი დაშლაში გადაიზრდება, იმიტომ რომ „ქართულ ოცნებაში“ არ მომხდარა ლიდერების გენერაცია, ანუ ადამიანების, რომლებსაც აქვთ საკუთარი რესურსი, რომ დაიწყონ საკუთარი პოლიტიკური თამაში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გარეშე. ესაა საკმაოდ დიდი დაჯგუფება, შეიძლება ითქვას, მთელი უმრავლესობა, რომელიც დღემდე დგას ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე და დამოუკიდებელი მოძრაობის საშუალებები არ აქვს. აქედან გამომდინარე, ესაა უფრო შიდა გარჩევები და ამ გარჩევების ტემპერატურა იწევს, რადგან როგორც ჩანს, ივანიშვილი ინარჩუნებს გარკვეულ ნეიტრალიტეტს ამ პროცესისადმი გარკვეული პერიოდით, მაგრამ ჩემი აზრით, ის იძულებული გახდება, დაალაგოს ეს სიტუაცია. ასე რომ დრამატიზებას არ დავიწყებდი.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, ესაა აბსოლუტურად კანონზომიერი, რაც ხდება, იმიტომ რომ პარლამენტში გაჩნდა 10-მდე ახალგაზრდა, ახალგაზრდაში მხოლოდ ასაკი არ მაქვს მხედველობაში, ანუ გამოუცდელი, პოლიტიკურად ახალგაზრდა. პოლიტიკურად გადამწიფებულ თინეიჯერებს ვეძახი ამ ხალხს, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არც გამოცდილება არ აქვთ, არც კომპეტენცია, არც ისეთი მორალურ-ზნეობრივი თვისებები, არც განსაკუთრებული ფასეულობათა სისტემა და აქვთ ამბიცია, მართონ პარლამენტი ავტორიტარული მეთოდებით, არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ ქვეყანაც. უკვე ეს ამბიციებიც გაუჩნდა. ისინი არიან უმცირესობაში და აქვთ პრეტენზია, რომ აკონტროლონ ყველა და ყველაფერი. გამოუცდელ, არაშორმჭვრეტელ ადამიანებს ხშირად ემართებათ, ხშირად უჩნდებათ იმის ილუზია, რომ ისინი არიან სამყაროს ბატონ-პატრონები და ბუნებრივია, რომ უმრავლესობის უმრავლესობა, რომელიც აქამდე რაღაცნაირად უყურებდა ამ სიტუაციას და არ უნდოდა ამ ყველაფრის გამოტანა საჯაროდ, რაღაც კრიტიკულ წერტილს მიუახლოვდა და ამ ყველფერმა გამოხეთქა“, -თქვა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, დაპირისპირების ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა პოზიციას დაიკავებს ბიძინა ივანიშვილი.

„უმრავლესობის მომავალი ქმედებები დამოკიდებული იქნება, თუკი რა იქნება ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. ეს მათ დღემდე არ იციან. თუკი ბიძინა ივანიშვილი მინიმუმ ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს პროცესისადმი, მაშინ კობახიძეს გამოიტანენ იმ კაბინეტიდან, იმიტომ რომ რეალურად მას არ ჰყავს არავინ. ესაა მარტოდ დარჩენილი ძალიან ვიწრო ჯგუფი, ამბიციური, რომელიც არავისზე უკეთესი არაა და ამავე დროს აბსოლუტურ მოუკრეფავში არიან გადასულები“, -თქვა ხუხაშვილმა.

ექსპერტის თქმით, ივანიშვილის ნეიტრალიტეტის შემთხვევაში, ირაკლი კობახიძის, როგორც პარლამენტის თავმდჯომარის „დღეები არის დათვლილი“.

ინფორმაცია უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ფოფხაძის განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და თქვა, რომ დეპუტატმა „საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემის სპეკულირების ფონზე“.

ირაკლი კობახიძის განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა დეპუტატ დავით ჭიჭინაძისთვის, რომელმაც არ გამორიცხა პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება.

უმრავლესობის დეპუტატების ბოლოდოინდელ განცხადებებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი ბოლო დროს, ხშირად არღვევს დისციპლინას, რის გამოც საკითხის პარტიულ ფორმატში განხილვა გახდა აუცილებელი.

გუშინ საღამოს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მდინარაძემ აღნიშნა, რომ სამი თუ ოთხი დეპუტატი გამოთქვამს ისეთ აზრს, „რომ არ არის მთლად კორექტული, შეურაცხმყოფელიცაა“. ჭიჭინაძემ კი განაცხადა, რომ მდინარაძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.

დღეს უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ არ გამორიცხა რამდენიმე დეპუტატის გარიცხვა გუნდიდან ბოლოდროინდელი განცხადებების გამო. სავარაუდო „გასარიცხი დეპუტატების“ რიგებში მან დაასახელა საკუთარი თავი, ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი.

ნათია თურნავამ თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოები დაათვალიერა

7 დეკემბერი, 2019 , 15:45

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, თბილავიამშენის, „თამ მენეჯმენტისა“ და „დელტას“ საწარმოებს ეწვია. მინისტრები ად

ქვეყნის განვითარებისათვის სასურველია პროპორციულ საარჩევნო წესზე რაც შეიძლება მალე გადასვლა - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“

6 დეკემბერი, 2019 , 17:20

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად საკო

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს

6 დეკემბერი, 2019 , 16:10

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს. ამის შესახებ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს. მისივე თქმით, თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, თუმცა არ ჩვენ ვართ ცოტა - დიმიტრი ხუნდაძე

6 დეკემბერი, 2019 , 16:10

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მისი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა

ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოიწვიოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და ფართო საზოგადოება - „თავისუფალი დემოკრატები“

6 დეკემბერი, 2019 , 15:10

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ინიცირებულ ახალ კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ორპალატიანი

ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს - გიორგი მარგველაშვილი

6 დეკემბერი, 2019 , 14:06

მე ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გარკვეულ ექსცესებამდე, თუმცა, დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ," - აცხადებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`