უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება


თუკი ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს, დავესწრები დღესასწაულს - ილია მეორე რუსეთის პატრიარქის მიწვევაზე
რუსეთის პატრიარქმა კირილემ მიიწვია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 4 დეკემბერს, რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლის თავზე. ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა აცნობა, რომელიც ამ მისიისთვის 1-დღიანი ვიზიტით ეწვია საქართველოს.
„მინდა, რუსეთის პატრიარქ კირილესგან მოკითხვა გადმოგცეთ, მან ასევე მთხოვა, გადმომეცა თქვენთვის, რომ გელოდებათ რუსეთში, დიდი სიყვარულით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეზე. იმედი გვაქვს რომ თქვენ და თქვენი დელეგაციის წევრებს ამ დღესასწაულზე გიხილავთ. ჩვენ მოვიწვიეთ სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები და უმრავლესობისგან დადებითი პასუხი მივიღეთ. 4 დეკემბერს მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება“, - უთხრა ილია მეორეს ალფეევმა.
პატრიარქს არ დაუზუსტებია, დაესწრება თუ არა სადღესასწაულო წირვას. მიზეზად მან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
„მივიღე თქვენი მოწვევა, თუკი ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს, დავესწრები დღესასწაულს“, - თქვა ილია მეორემ.
საკვანძო სიტყვები:

კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა -სალომე ზურაბიშვილი
25 თებერვალი, 2021 , 21:54

ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე - სალომე ზურაბიშვილი
25 თებერვალი, 2021 , 17:40

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3265 ლარი გახდა
25 თებერვალი, 2021 , 17:20

მესმის, ღიზიანდება მოსახლეობა, როცა ვამბობ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ - ამირან გამყრელიძე
25 თებერვალი, 2021 , 16:30

26 თებერვლამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
25 თებერვალი, 2021 , 15:00

ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 1 ივნისამდე გაუხანგრძლივდათ
25 თებერვალი, 2021 , 15:00