უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მაისი, 2018 10:40
font-size

თუკი გამოიკვეთება ჩემი მხრიდან ძიუდოისტების მიმართ რაიმე ხელის შეშლის მომენტი, დავტოვებ პრეზიდენტის პოსტს - დავით ქევხიშვილი

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ძიუდოისტებს რამდენიმე შეთავაზება წარუდგინა. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ქევხიშვილმა დაწერა, რომ მზადაა, სპორტსმენებს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს და ყველა კითხვას უპასუხოს.

მან აღნიშნა, რომ თუ გამოვლინდება, რომ მან ხელი შეუშალა სპორტსმენებს, ის თანამდებობას დატოვებს.

„უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს იმის გამო, რაც ხდება ძიუდოს ფედერაციის გარშემო. რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ თავად ფაქტს და სრულად ვაცნობიერებ, რომ გულშემატკივართათვის ნაკლებ მნიშვნელოვანია მტყუან-მართლის ძიება. ჩემი ნებისმიერი ქმედება სწორედ რომ პროცესების დარეგულირებისკენ და არა საკუთარი თავის მართლად წარმოჩენისკენაა მიმართული.

ამის გამოა, რომ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე, რისი ვალდებულებაც მაკისრია და მაქსიმალურად ვარიდებ თავს პროცესების კიდევ უფრო მეტ ესკალაციას. რა თქმა უნდა, რთულია თემის რეგულირება, როდესაც ოპონენტები უარს ამბობენ დიალოგის რეჟიმში საკითხების განხილვაზე და მხოლოდ საჯაროდ, პრესის თანდასწრებით სურთ საუბარი. ამასობაში კი გადის დრო, დრო, რომლის თითოეული წამიც ძვირფასია კარს მომდგარ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პრინციპული პოზიცია, არ დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, არ გახდეს უსაფუძვლო, მაგრამ მაინც მიზეზი გარკვეულ სპორტსმენთათვის მოსამზადებელ პერიოდში ხელის შეშლის, მე მათ საჯაროდ (მათსავე არჩეულ ფორმატში) ვთავაზობ შემდეგ წინადადებას:

1 . წარმოადგინეთ ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც თქვენ უცხადებთ ნდობას და რომელზეც ფიქრობთ, რომ შესწევს უნარი, გაუძღვეს მმართველობით პროცესს თქვენთან მიმართებით. ჩვენ მიერ იგი იქნება დანიშნული თანაშემწედ ნაკრებთან ურთიერთობის საკითხში, რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურებითა და უფლებებით.

2 . წარმოადგინეთ ერთი მწვრთნელი, რომელიც ფიქრობთ, რომ იქნება ყველაზე უფრო მეტად თქვენთვის შედეგის მომტანი სამწვრთნელო პროცესის განხორციელების დროს. ჩვენ მიერ იგი იქნება დანიშნული ერთ–ერთ თანაშემწედ მთავარი მწვრთნელის, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავნიშნავთ.

3. ამით თქვენ გექნებათ საშუალება, თქვენ მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად ჩაერთოთ იმ ძიუდოისტთა კონკურენციის პროცესში, რომელთაც ექნებათ პოტენციური შანსი, მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

4.სწორედ თქვენ მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად იქნება დაგეგმილი ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება თქვენთან მიმართებაში განსახორციელებელ სამწვრთნელო პროცესს, რა თქმა უნდა, თქვენი და მათი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

5.მიუხედავად იმისა, ეს შეთავაზება გამოიღებს თუ არა შედეგს, პროცესების დარეგულირების კუთხით, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ყველა კითხვას, რომელიც იყო დასმული ჩემი მისამართით, კიდევ ერთხელ გავცე პასუხი ნებისმიერი კომისიის ფორმატში და თუკი გამოიკვეთება სადმე ჩემი მხრიდან თქვენთან მიმართებაში რაიმე ხელის შეშლის მომენტი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი.

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მოვნახავთ ძალას საკუთარ თავში, რათა დავდგეთ თვით საკუთარ თავზე მაღლა, რამეთუ ძიუდო, უპირველეს ყოვლისა, არის არა მედლები და ჯილდოები, არამედ პატივისცემა გამოხატული ერთმანეთის მიმართ“, - დაწერა ქევხიშვილმა ფეისბუკპოსტში.

ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები ოც დღეზე მეტია, პროტესტის ნიშნად აღარ ვარჯიშობენ. სპორტსმენები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. მათ ასევე უნდობლობა გამოუცხადეს დაახლოებით 2 კვირის წინ შექმნილ კომისიას, რომელიც აერთიანებს კულტურის სამინისტროს, სპორტის საპარლამენტო კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრებს. სპეციალურ კომისიას ევალება ძიუდოს ფედერაციაში შექმნილი ვითარების შესწავლა.

დაძაბულობა ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულმა შედეგებმა გამოიწვიეს, როცა ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა გადადგა.

საბანკო რეგულაციები შესაძლოა, გამარტივდეს

23 ოქტომბერი, 2019 , 15:30

ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციები შესაძლოა, გაამარტივოს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. „იმისთვის, რომ პროცესი უფრო მარტივი გავხადოთ, მოვაშოროთ თუკი რაიმე ზედმეტი ბიუროკრატია

“სისტემას საკუთარი თანამშრომლის ზიზღი აქვს და ჩასაფრებულია, არიქა, ფეხი გადაუბრუნდესო” - პროკურორმა სალომე ადეიშვილმა თანამდებობა დატოვა

23 ოქტომბერი, 2019 , 14:55

საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი სალომე ადეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და უწყების ხელმძღვანელებს მძიმე ბრალდებებს უყენებს. ის ასევე, უწყებიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს. მან უწყება 15 ოქტომბერს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე ზრდის

23 ოქტომბერი, 2019 , 14:35

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4

სემეკმა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი დაამტკიცა

23 ოქტომბერი, 2019 , 14:35

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესები დაამტკიცა. წესის ს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა

23 ოქტომბერი, 2019 , 14:20

საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეჩვიდმეტე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს ს

საჯარო სკოლების 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი უკვე მიიღო

23 ოქტომბერი, 2019 , 14:20

განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, სკოლებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ხორციელდება. სამინისტროს სტრატეგიით, მასწავლებლის პროფესია უნდა გახდეს ერთ-ერთი ყვე