უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 ნოემბერი, 2020 16:45
font-size

თუკი მათი რიტორიკა ისევ იქნება ისეთი რადიკალური, როგორც აქამდე იყო, ბუნებრივია, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია - მამუკა მდინარაძე

უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან მოლაპარაკების მაგიდასთან დაყენებული წინადადება და ულტიმატუმი, თუკი მათი რიტორიკა ისევ იქნება ისეთი რადიკალური, როგორც აქამდე იყო, ბუნებრივია, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი ოპოზიცია პოზიტიური გაგებით წითელ ხაზს გადაკვეთს და ულტიმატუმებს მოხსნის დღის წესრიგიდან, მმართველი პარტიის მხრიდან იქნება შემხვედრი წინადადებები.

„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ფასილიტატორი ელჩები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი უკვე იყოს შედეგიანი. ჩვენ ვხედავთ მათ შესაბამის მოქმედებებს, ისინი უკვე ცალ-ცალკე ხვდებიან პარტიების წარმომადგენლებს. მგონი, ყველასთვის ცხადია ამ შეხვედრებიდან გამოსული პოლიტიკოსების განცხადებების პათოსი. ვფიქრობ, რომ ისინიც კომპრომისულ წინადადებებზე იფიქრებენ, იმსჯელებენ და პარლამენტში შემოვლენ იმისთვის, რათა თავისი პოზიცია დააფიქსირონ საპარლამენტო ტრიბუნიდან და ბოლოს და ბოლოს პატივს სცემენ თავიანთ ამომრჩეველს, რომლებმაც დაავალეს, რომ მათ მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა.

როგორც კი წითელ ხაზს გადაკვეთენ, ამ შემთხვევაში, პოზიტიური გაგებით, ბუნებრივია, შემხვედრი წინადადებებიც იქნება ჩვენი მხრიდან, თუ ისინი იფიქრებენ და თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას ასახავენ ამ ულტიმატუმის ჩახსნაში, ამ შემთხვევაში, უკვე ყველა ვხვდებით, რომ შესაძლებელია კომპრომისის მიღწევა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია ბევრ თემას შეეხო და ყველა მათგანზე შესაძლებელია საუბარი, გარდა ქართველი ამომრჩევლის ნებისა და გადაწყვეტილების გადახედვისა.

„მე ვიმედოვნებ, მწამს და მჯერა, რომ ისინი ამ რადიკალური პოზიციიდან გამოვლენ და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაიდება ისეთი წინადადები, რომელზეც იქნება შესაძლებელი მსჯელობაც და გადაწყვეტილების მიღებაც,“- განაცხადა მდინარაძემ.

ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის პირდაპირი გზა შიმშილისკენ - დავით ჭიჭინაძე

26 ნოემბერი, 2020 , 11:40

პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. „ქართული ოცნება“ თავისი სულელური განცხადებებით დ

რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ყველა სხვა საკითხზე შეგვიძლია საუბარი და შეთანხმებების მიღწევა - ირაკლი კობახიძე

25 ნოემბერი, 2020 , 17:56

"ჩვენთვის არის ერთადერთი წითელი ხაზი, რაც არის დაკავშირებულ რიგგარეშე არჩევნებთან. ანუ, რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ყველა სხვა საკითხზე რა თქმა უნდა, შეგვიძლია საუბარი და შეთანხმებების მიღწევა,“

არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ - სერგი კაპანაძე

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ელჩებს შორის ინდივიდუალურ შეხვედრებს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ინდივიდუალური შეხვედრები ჩვეულებრივი პროცესია რაუნდებს შორის, რათ

გედევან ფოფხაძემ `ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი` დატოვა

24 ნოემბერი, 2020 , 12:55

გედევან ფოფხაძემ პარტია "ერთიანი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ. პარტიაში ამბობენ, რომ ფოფხაძემ გადაწყვეტილება არჩევნებიდან მალევე მიიღო, თუმცა რა გა

საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

23 ნოემბერი, 2020 , 12:06

იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლ

ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს - „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“

22 ნოემბერი, 2020 , 10:57

ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს , - ამის შესახებ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ორგანზიაციაში აღნიშნა