უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


საზოგადოება

17 თებერვალი, 2017 18:00
font-size

თუკი პრეზიდენტს აირჩევს პარლამენტი, მეორე პარლამენტის თავმჯდომარეს მივიღებთ - კონსტანტინე გამსახურდია

„ინტერპარტიული ჯგუფის“ წევრის, კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, თუკი პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, შედეგად მივიღებთ მეორე პარლამენტის თავმჯდომარეს.

„იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი, მაშინ რა განსხვავებაა პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. არადა ზუსტად ეგ გამოდის“, - თქვა გამსახურდიამ პრესკონფერენციაზე.

გამსახურდიას თქმით, ისეთ საპარლამენტო რესპუბლიკაში, როგორიცაა გერმანია, პრეზიდენტს ირჩევს არა პარლამენტი, არამედ ე.წ. „სახალხო კრება“.

„გერმანიამ იმიტომ შექმნა სისტემა, სადაც „სახალხო კრება“ ირჩევს პრეზიდენტს, რომ თავი აერიდებინათ მეორე პარლამენტის თავმჯდომარისგან. „სახალხო კრებაში“ შედიან არა მარტო პარლამენტის, ანუ ბუნდესტაგის დეპუტატები, არამედ შედიან კვალიფიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები. კაი იქნებოდა, რომ შეიძლებოდა, ანალოგიური მოდელის გადმოტანა საქართველოში, თუკი იქნებოდა ამისი ნება“, - განაცხადა გამსახურდიამ.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტის შესაძლო გაუქმებას, გამსახურდიას თქმით, მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ის უნდა ჩაენაცვლოს ალტერნატიული მოდელით, მაგალითად, კონსტიტუციური მონარქით.

„თუკი პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, ის რაიმეთი უნდა ჩანაცვლდეს. ევროპის დიდ ქვეყნებში კი ეს არის კონსტიტუციური მონარქი. ამას კი ჯობია აღდგეს მონარქია, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ნახევარ ბიუჯეტზე“, - განაცხადა „ინტერპარტიული ჯგუფის“ წევრმა.

ანა მებურიშვილი

„PKTV“-ის და „საფერავი ტვ“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციების მოდიფიცირება განხორციელდა

22 სექტემბერი, 2017 , 17:15

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“, ბრენდული სახელწოდება „PKTV“-ის და შპს „საფერავი ტვ&ldquo

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხუთი ავტორიზებული პირის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა

22 სექტემბერი, 2017 , 17:15

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ქართული-ტვ“ წერილობით გააფრთხილა, ხოლო შპს „icom აიქომ“-ის, ი/მ „ალექსანდრე მიქაძის“, შპს „ფასტ ნეტის“, შპს „ვიფი ლ

ლისის ტბაზე ვეტერან სპორტმენთა ნახევარმარათონი გაიმართება

22 სექტემბერი, 2017 , 17:00

23 სექტემბერს 10:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება ნახევარმარათონი 21 კმ-იან დისტანციაზე 35 და უფროსი ასაკის ვეტერან სპორტსმენებს შორის. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორი

განათლების სამინისტროს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე კონკრეტული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ

22 სექტემბერი, 2017 , 17:00

EMC-ის მიმართვების საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი წინადადებით მიმართა და საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემ

საარჩევნო დავებზე ყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იქნება - ნინო გვენეტაძე

22 სექტემბერი, 2017 , 16:45

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ინფორმაციით, წლევანდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით წარმოქმნილ დავებზე მიღებული გადაწყვეტილებები ფართოდ იქნება გაშუქებული. მან ამის შ

ვაზიანში საარტილერიო საველე სწავლება გაიმართა

22 სექტემბერი, 2017 , 16:00

ვაზიანის პოლიგონზე I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული ბატალიონის გეგმიური საველე სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანს ბატალიონის შტაბისა და ქვედანაყოფების კოორდინირებულ მუშაობაში უნარების