უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 აპრილი, 2018 14:40
font-size

ტურისტებისათვის Tourist Card-ი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ტურისტებისთვის სპეციალური პროდუქტის შეთავაზების შესახებ. ბანკმა ტურისტებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით - Tourist Card (ტურისტ ქარდი) შექმნა.

Tourist Card-ი საქართველოს ბანკის (VISA) პლასტიკური ბარათია, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ ტურისტს შესაძლებლობას აძლევს: ბარათით გადაიხადოს მგზავრობის საფასური მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში და საბაგიროთი მგზავრობისას. ისარგებლოს ფასდაკლებებით სხვადასხვა ობიექტებში: კაფე-ბარებსა და რესტორნებში; მუზეუმებსა და სუვენირების მაღაზიებში; ტურისტულ კომპანიებში; სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში.

Tourist Card-ით გადახდა შესაძლებელია ყველგან, ნებისმიერი ბანკის პოსტერმინალით. Tourist Card-ის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ბარათის შეძენისთანავე. (50-იდან 1 000 ლარამდე თანხის შეტანის ლიმიტით, როგორც ეროვნულ, ასევე დოლარის და ევროს ვალუტაში). Tourist Card-ზე ნაშთის შემოწმება კი შესაძლებელია საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით.

ტურსიტები საქართველოს ბანკის Tourist Card-ით ისარგებლებენ არაერთი მათთვის საჭირო ბენეფიტითა და ფასდაკლებით. მათ შორის: Tourist Card-ის მფლობელი საჩუქრად მიიღებს მაგთის სიმ-ბარათს და 1000 MB. -ის მოცულობის ინტერნეტს. Tourist Card-ის შეძენა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ექსპრეს სერვისცენტრებში.

სპეციალური შეთავაზებები, ფასდაკლებები და დეტალური ინფორმაცია Tourist Card-ზე გთხოვთ იხილოთ ვებგვერდზე: touristcard.ge.

NS

წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა - პაატა იმნაძე

24 იანვარი, 2019 , 14:08

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პაატა იმნაძე მოსახლეობას წითელას წინააღმდეგ ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევს. როგორც იმნაძე აცხადებს, წითელათი დაინფიცირებ

ლევან ჩხაიძეს ბუდაპეშტიდან ხვალ ჩამოასვენებენ - ჟურნალისტს საბურთალოს სასაფლაოზე კვირას დაკრძალავენ

24 იანვარი, 2019 , 13:48

ტვ „პირველის“ წამყვანს, ჟურნალისტ ლევან ჩხაიძეს საქართველოში ხვალ, დღის მეორე ნახევარში ჩამოასვენებენ. „პრაიმ თაიმის“ ცნობით, ჟურნალისტის პანაშვიდები წყნეთში, ფიროსმანის ქუჩაზე გაიმართება. ლევან ჩ

„ქართული ოცნების“ სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს - მობილიზებულია საპატრულო პოლიცია

24 იანვარი, 2019 , 13:40

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებული სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. როსტომ მეფის სასახლესთან რამდენიმე აქცია სხვადასხვა მოთხოვნებით იმართება. აქციის მონაწილეები ბიძინა

გრიპის ვირუსის მეორე ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია - ამირან გამყრელიძე

24 იანვარი, 2019 , 13:30

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში „ტამიფლუს“ საკმარისი მარაგია, რომ ამბულატორიულ სექტორში დროულ ეტაპზე დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა.

ორსულის გრიპზე აცრა სასურველი და რეკომენდებულია, წითელაზე ორსულის აცრა კი, არ შეიძლება - პაატა იმნაძე

24 იანვარი, 2019 , 13:23

ორსულებისთვის დღეიდან თბილისსა და დიდ ქალაქებში გრიპის საწინააღმდეგო აცრები იწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძე

საფრანგეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შეთანხმებაზე განმარტებას ავრცელებს

24 იანვარი, 2019 , 11:45

საქართველოში საფრანგეთის საელჩო 2013 წლის 12 ნოემბერს საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ გაფორმებული შეთანხმების განხორციელების თაობაზე გ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`