უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 აპრილი, 2018 13:00
font-size

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი - დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მზარდ დინამიკაზე ისაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 28%-ით არის გაზრდილი. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა ფულად გზავნილებთან მიმართებაში, სადაც მატება 20 პროცენტს აღემატება.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკაზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის ეკონომიკურ ზრდაზე, საინვესტიციო გარემოზე, მიმდინარე რეფორმებზე და ა.შ. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, დადებითი ტენდენციაა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. „სავალუტო ფონდი სრულად ეთანხმება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეფორმების პროგრამას, მის ხედვებს ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ჩვენს პარტნიორს წარმოადგენს მისი განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ფარგლებში. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფონდის მისიის შედეგებთან დაკავშირებით, მედიისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

თურქულმა „MUSIAD“-მა ქართული კომპანიებისთვის უცხოეთის ბაზრებზე გასვლაში დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვა

23 აპრილი, 2018 , 17:50

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც აღნიშნული გაერთიანების პრეზიდენტი აბდურრაჰ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

23 აპრილი, 2018 , 17:35

23 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4488 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4402 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.86 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევ

მამუკა ბახტაძე სსფ-ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა

23 აპრილი, 2018 , 17:35

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა. მხარეებმა დეპარტამენტის მიერ საქართველოს, კერძოდ,

ვითიბი ბანკის საკრედიტო პორტფელმა მილიარდ ლარს გადააჭარბა

23 აპრილი, 2018 , 14:10

2018 წლის პირველი კვარტლის შედეგებით ვითიბი ბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტით (IFRS), მილიარდ ლარს გადააჭარბა. აღნიშნული მონაცემით ვითიბი ბანკი ტოპ სამეულშია.  პირვე

ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარს უჭერენ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას - მამუკა ბახტაძე

22 აპრილი, 2018 , 17:30

ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარს უჭერენ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან,

ახალი, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოსა და შვეიცარიას შორის საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ინვესტიციები შვეიცარიიდან საქართველოში - მამუკა ბახტაძე

21 აპრილი, 2018 , 11:50

საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის, განათლები

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე