უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2019 11:15
font-size

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიაზე ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კამპანიის Spend Your Summer in Georgia-ს ორგანიზატორები დააჯილდოვა.

ცერემონიაზე, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტ წარმომადგენელი მონაწილეობდა და სხვადასხვა ნომინაციებში 26 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ შორის ახალ ნომინაციებში: „საუკეთესო ავიაკომპანია”, “საუკეთესო ტრადიციული რეწვა”, „საუკეთესო ნიშური ტურიზმი” და ა.შ.

„მოხარულები ვართ, რომ რიგით მე-5 დაჯილდოების ცერემონიალი ტარდება, სადაც საშუალება გვაქვს გულითადი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს კერძო სექტორს, ბიზნესს, იმისათვის, რომ წლიდან წლამდე ერთობლივად ვანვითარებთ ტურიზმის ინდუსტრიას“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიებას 700-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2015 წლიდან იმართება.

პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით ტარდება. პროექტის მხარდამჭერები არიან - თბილისის მერია და დაცული ტერიტორიების სააგენტო.

ფრანგულმა გამოცემამ „ლე ფიგარო“ საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა

12 ივნისი, 2021 , 12:44

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა „ლე ფიგარომ“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზ

თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკო-ს უცხოელი ექსპერტების ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

12 ივნისი, 2021 , 11:45

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრა და იუნესკოს ექსპერტების საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამინისტროს ინიციატივით

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 452, იმერეთში 82, აჭარაში 56

12 ივნისი, 2021 , 11:22

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 794 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 452 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 82, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 47, გურია – ორი, ს

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12 ივნისი, 2021 , 11:17

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა

12 ივნისი, 2021 , 11:08

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მომავალი სასწავლო წლისთვის კადეტთა ახალი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება. როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლიცეუმის პირადმა

ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება - ფინანსთა მინისტრი

11 ივნისი, 2021 , 20:31

ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, თანხების მობილიზების კუთხით არანაირი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი