უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

26 ნოემბერი, 2020 17:30
font-size

ტურიზმის სექტორი 2021 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება - ნათია თურნავა

2021 წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები 2021 წელს სხვა საგადასახადო შეღავათებითაც ისარგებლებენ.
„ტურიზმის სექტორი, რომელიც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის განმავლობაში სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამ პერიოდში 2 200 მცირე და საოჯახო სასტუმროს დავუსუბსიდირეთ ბანკის სესხის პროცენტი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა გაფართოვდეს და მას რესტორნებიც დაემატება, რომელთაც 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტს დავუსუბსიდირებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე

16 იანვარი, 2021 , 15:15

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და მონაწილე მხარეებმა ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრას გ

უსაფრთხო ქსელების ხაზებში საქართველოს გაერთიანება კერძო სექტორისთვის იქნება სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციებისთვის - ქით ქროქი

15 იანვარი, 2021 , 14:10

საქართველოს Clean Network-ის წევრობა თქვენი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, – ამის შესახებ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგი

დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 15.9 პროცენტით გაიზარდა

15 იანვარი, 2021 , 13:03

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199.7 მლნ აშშ დოლარი (656.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 15.9%-ით (27.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის

კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

14 იანვარი, 2021 , 16:55

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ღონისძიება, ავსტრიაში, ვენაში ტარდება, თუმ

რომელ დარგებს დაუსუბსიდირდებათ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი

13 იანვარი, 2021 , 14:10

„საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, სადაც ჩამოთვლილია ის სამეწარმეო საქმიანობები, რომლებსაც 2021 წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი დაუსუბსიდირდებათ. დადგენილების მი

ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება ექვსი თვით გახანგრძლივდა

9 იანვარი, 2021 , 15:20

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება (კერძოდ, გენერაციის, გადაცემი