უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

16 ივნისი, 2017 14:50
font-size

თურქეთი და აზერბაიჯანი საკუთარი მიზნებისთვის საქართველოს გამოყენებას ცდილობენ- სომხეთის ექს-თავდაცვის მინისტრი

სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ვაგარშაკ არუთუნიანის განცხადებით, თურქეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ საქართველო საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.

ამის შესახებ არუთუნიანმა საქართველოში ჩატარებული სწავლება „კავკასიური არწივი-2017“-ის კომენტირებისას აღნიშნა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური დანაყოფები ღებულობდნენ.

„სწავლების მთავარი მიზანი - რაღაც საშიშროების ნეიტრალიზაციაა. თუკი ჩვენ ამ კავშირს შევაფასებთ, მნიშვნელოვანია გააზრება, თუ ვის წინააღმდეგ არის ეს მიმართული და რა საშიშროების არსებობის შემთხვევაში უნდა შეასრულონ დანაყოფებმა საკუთარი ამოცანები. ცხადზე ცხადია, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ საქართველო ჩაითრიონ ერთ ფორმატში, რომელიც მათი ამოცანების მოგვარებას გულისხმობს“,-აღნიშნა არუთუნიანმა Sputnik-Армениа-თან საუბარში.

მისი თქმით, „აზერბაიჯანს საქართველოს განეიტრალება ყარაბახის საკითხის მოგვარებისთვის სურს, ანუ ჩაითრიოს ის ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში. თურქეთიც საქართველოს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს“.

„ერთის მხრივ თურქეთი, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, საქართველოს სწრაფვას გახდეს ალიანსის წევრი მხარს უჭერს. მეორეს მხრივ, თურქეთს საქართველო და ზოგადად, სამხრივი კავშირი იმისთვის სჭირდება, რომ რეგიონში საკუთარ მნიშვნელობას გაუსვას ხაზი, იმ ფონეზე, როდესაც მას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებთან ურთიერთობა აქვს გაფუჭებული. თუმცა, როგორც ჩანს, მეზობლების გეგმებს საქართველო არ იზიარებს, რადგან მას არ სურს სომხეთთან ურთიერთობის გაფუჭება, მას არ უნდა მეზობელთან დაძაბულობა და დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს“,-მიიჩნევს სომხეთის ექს-თავდაცვის მინისტრი.

მონიკა დავლიანიძე

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი