უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ივლისი, 2020 14:21
font-size

თურქეთი და საქართველო: მდგრადი პარტნიორობა და სოლიდარობა ომის, გადატრიალების მცდელობის და პანდემიის დროს - ფატმა ჯერენ იაზგანი

Covid-19- ის პანდემია და მისგან გამოწვეული გლობალური საგანგებო გარემოებები გარკვეული თვალსაზრისით გამძლეობის ტესტი აღმოჩნდა მთავრობებისა და ერებისათვის.

სოლიდარობის, კეთილმეზობლური ურთიერთობის და პარტნიორობის მნიშვნელობა უფრო მეტი გახდა, ვიდრე სიტყვები დიპლომატების გამოსვლისას.
მართლაც, ამ პანდემიურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა გარემოებებმა საერთაშორისო და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობაც გამოცდის წინაშე დააყენა. თურქეთი და საქართველო ერთგულნი დარჩნენ თავიანთი ურთიერთპასუხისმგებლობისა არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ როგორც რეგიონალური მოთამაშეები, კარგი მეზობლები და სტრატეგიული პარტნიორები.

მიუხედავად იმისა, რომ რომ Covid-19- ის პანდემია უპრეცედენტოა, ის არ არის პირველი შემთხვევა, რომელმაც საქართველოსა და თურქეთს შეახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანნი არიან ერთმანეთისათვის. არც ის არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ერების გამძლეობა გამოცდის წინაშე აღმოჩნდა.

2008 წლის 14 აგვისტოს ახლანდელი პრეზიდენტი და მაშინდელი პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, თბილისს უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეწვია და ერთობლივი პრესკონფერენციისას მკაფიოდ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა „საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რომელსაც აღიარებს გაეროს უსაფრთხოების საბჭო და საერთაშორისო სამართალი”.

7 წლის შემდეგ, 2016 წლის 19 ივლისს, საქართველოს დელეგაცია, რომელსაც მაშინდელი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, ეწვია ანკარას. ეს იყო პირველი მაღალი დონის ვიზიტი მაშინ, როდესაც სულ რაღაც 4 დღით ადრე FETÖ -ს ვერაგმა მიმდევრებმა ტერორი მოუწყვეს თურქ ხალხს, განახორციელეს გადატრიალების მცდელობა, რა დროსაც დაიღუპა 251 მშვიდობიანი მოქალაქე, პოლიციელები და დემოკრატიის დასაცავად გამოსული სამხედროები.

სულაც არ არის აუცილებელი, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი იყოს იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მაღალი დონის ვიზიტები ჩვენი ერების ყველაზე ტრავმული დღეების შემდეგ.

ეს ვიზიტები განხორციელდა ერთმანეთის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ეს იყო ორი კეთილი მეზობლის სოლიდარობის ნათელი და რეალური მაგალითი.

4 წლის შემდეგ, თურქეთის მთავრობასა და ხალხს ისევ ახსოვს ის ემოციური მომენტი, როდესაც საქართველოს დელეგაციამ ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც თურქეთის მოქალაქეები ვერტმფრენებიდან გახსნილი ცეცხლით დახოცეს, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, თვითმფრინავების პილოტები FETÖ- ს სამხედროები იყვნენ. ჩვენ გვახსოვს, რამდენად რთული იყო ჩვენთვის აგვეხსნა ქართველი მეგობრებისათვის, რომ თურქეთის პარლამენტის შენობა დაიბომბა FETÖ-ს სამოქალაქო პირების მერ გაცემული ბრძანებით. აღსანიშნავია, რომ ისინი მოგვიანებით დააკავეს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელიც გადატრიალების შტაბს წარმოადგენდა.

როდესაც ქართული დელეგაცია ანკარასა და სტამბოლს ეწვია გადატრიალების მცდელობიდან 4 დღის შემდეგ, 55 პოლიციელის ცხედარი, რომლებიც შეეწირნენ FETÖ- ს მიერ პოლიციის სპეცოპერაციული ცენტრის დაბომბვას, ჯერ კიდევ არ იყო დაკრძალული.

ამ საშინელი ღამის მომდევნო თვეებში მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რამაც გამოავლინა FETÖ-ს სტრუქტურების როლი ამ უპრეცედენტო ღალატში და მათი გლობალური ქსელის მასშტაბები.

სათვალთვალო კამერების, საერთაშორისო თანამშრომლობის, მოწმების ჩვენებების საშუალებით დღეს ვიცით, რომ 15 ივლისს ჩადენილი დანაშაულები მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყო.

აისბერგი წარმოადგენდა სკოლების, ბიზნესმენების, მედია საშუალებებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელს, რომელიც უწყინარი განათლების მოძრაობიდან გარდაიქმნა საიდუმლო ოპერაციულ სტრუქტურად, რომლის მიზანი იყო საზოგადოების გარდაქმნა, თურქეთის სახელმწიფოს მიტაცების გზით. გაძლიერების შემდეგ ორგანიზაციას გაუჩნდა პრეტენზია გლობალურ მესიანიზმზე, რომელშიც მისი დამფუძნებელი და ლიდერი ფეთულაჰ გულენი ფიგურირებდა, როგორც "სამყაროს იმამი". იგი გახდა ქსელი, რომელმაც დაიწყო ჩარევა ბიზნეს ოპერაციებსა და მთავრობის სატენდერო პროცესებში. იგი მასობრივად ახდენდა გამოცდების შედეგების გაყალბებას, სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მისატაცებლად, ათეთრებდა უზარმაზარი თანხებს და ახორციელებდა ფულადი სახსრების უკანონო გადარიცხვებს.

ბოლო 4 წლის განმავლობაში, თურქეთმა თავის მოკავშირეებს, მეგობრებსა და პარტნიორებს, მათ შორის საქართველოსაც, გაუზიარა თავისი დასკვნები ამ თვისობრივად რთული და საიდუმლო ქსელის შესახებ. ეს გაკეთდა არა მხოლოდ იმის გამო, რომ თურქეთს სურს ამ კრიმინალურ ქსელს ყველა შესაძლებლობი ჩამოაშოროს, რათა კვლავ არ დააზიანოს თურქეთი. თურქეთის პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს მიერ დადასტურებული ინფორმაცია ამ სტრუქტურის შესახებ გაზიარებულ იქნა მეგობარი ქვეყნების მთავრობებისათვის იმის გამოც, რომ ორგანიზაცია FETÖ, მისი ნებისმიერი დანაყოფი და სტრუქტურა ფუნქციონირებს ისევე, როგორც covid-19 ვირუსი, რომლის სიმპტომებიც ადრეულ ეტაპზე არ ვლინდება, მაგრამ საბედისწეროა, რადგანაც უტევს იმუნურ სისტემას, აზიანებს რა სახელმწიფოსა და ერის სოციალურ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ ქსოვილებს. ამ სულისკვეთებით, ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის თურქეთის პარლამენტში წარმოდგენილმა ორმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, 2019 წლის 9 აგვისტოს ერთობლივი განცხადებით მიმართეს აშშ-ს, ყველა მეგობარსა და პარტნიორს, რათა ითანამშრომლონ თურქეთთან ფეთულაჰ გიულენის და FEთÖ-ს წევრების თურქეთში ექსტრადირების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 15 ივლისის მტკივნეული ფაქტები ჯერ კიდევ ცოცხლობს მეხსიერებაში, თურქეთმა გადალახა ტკივილი და დაამტკიცა მისი გამძლეობა, როგორც სუვერენულმა, საერო, დემოკრატიულმა და ძლიერმა სახელმწიფომ.

2016 წლის 24 აგვისტოს თურქეთმა დაიწყო ოპერაცია „ევფრატის ფარი“ სირიაში ტერორისტული ორგანიზაციების: DAEშH-ისა და PKK / YPG -ის წინააღმდეგ. 2018 წლის იანვარში თურქეთმა ჩაატარა მორიგი ანტიტერორისტული ოპერაცია PKK / YPG-ის წინაარმდეგ აფრინში. ამ ოპერაციებმა ცხადყო, რომ FEთÖ– ს მცდელობებისა და ღალატის მიუხედავად, თურქმა სამხედროებმა აღიდგინეს თავისი ოპერაციული შესაძლებლობები დაიცვან თავიანთი ქვეყანა საზღვრებს გარეთ არსებული საფრთხისგან.

გადატრიალების მცდელობით მიყენებული ტრავმისგან არა მხოლოდ სამხედრო-უსაფრთხოების სფერო გამოჯანმრთელდა.

თურქეთმა შეასრულა ყველა თავისი ვალდებულება ისეთ სტრატეგიულ პროექტებში, როგორიცაა: TANAP, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, „მარმარაი“ (რკინიგზა ბოსფორის ქვეშ); 2017 წელს თურქეთის ექსპორტის გაიზარდა 10% -ით, ხოლო 2019 წელს გადააჭარბა 180 მილიარდ აშშ დოლარის. დასრულდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები სტამბოლის ახალი აეროპორტის ჩათვლით. ასევე, თურქეთი მასპინძლობს 3,5 მილიონზე მეტ სირიელ და ერაყელ სამოქალაქო ომს გამოექცეულ მოქალაქეს.

თურქეთს ახსოვს მისი კეთილი მეზობლის, საქართველოს, სოლიდარობა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის დროს და მის შემდგომ. ამ 4 წლის განმავლობაში თურქეთის მთავრობის დღის წესრიგში კვლავაც პრიორიტუტულია ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოსთან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი გამოწვევა ეროვნული უსაფრთხოების, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, თურქეთი რჩება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერად. იგი განაგრძობს პროექტებისა და ინვესტიციების წახალისებას, რომლებიც თავის მხრივ განაპირობებენ საქართველოს სიმტკიცესა და გამძლეობას. თურქეთი მხარს უჭერს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ მხარდაჭერის ყველაზე უახლესი მაგალითია 2019 წლის დეკემბერში ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლითაც თურქეთმა აიღო ვალდებულება 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში თურქეთი 2007 წლიდან რჩება საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ერთ-ერთ მთავარ უცხოელ ინვესტორად. ამ ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული მაგალითია თİKA-ს (თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო) მიერ 2019 წელს შესრულებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 1.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ბათუმის ინფექციური დაავადებების საავადმყოფოში.

ჩოვიდ-19- ის პანდემია, მისი გლობალური სოციალურ-ეკონომიკური შედეგებით, აუცილებლად მოითხოვს თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მუდამ გვახსოვდეს, რომ აქამდე, ომებში, დემოკრატიასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე თავდასხმის დროს გამოჩენილი ურთიერთთანადგომა და ერთმანეთისადმი სოლიდარობა, უნდა განვაგრძოთ მომავალშიც.

ამრიგად, დიდი ილია ჭავჭავაძის სიტყვები კვლავაც გვასწავლის და წინ მიგვიძღვის: „ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანი სულის წირვა, ეგ თავის დიდბუნებოვანნი კაცნი, და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი“.

ფატმა ჯერენ იაზგანი

თურქეთის რესპუბლიკის ელჩი

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ახალი პარტნიორობის ინიციატივა იწყება

10 აგვისტო, 2020 , 17:58

გაეროს ბავშვთა ფონდი და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, მხარს დაუჭერენ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის შემდგომ გაძლიერებას. ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერ

“ილიას „სარჩობელაზედ” ხომ გახსოვთ? პეტრე ეშაფოტის ირგვლივ შემოკრებილი ხალხით რომ არის გაოგნებული…”

10 აგვისტო, 2020 , 17:50

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, „მთავარი არხის” ეთერში გასულ ნიკა გვარამიას და ბაჩანა ლობჟანიძის დიალოგს ეხმიანება, რომელშიც ისინი, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილზე და მის მეგობარ დეა კაპანაძეზე, ასევე მათ პირად

სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისი მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის

10 აგვისტო, 2020 , 17:35

სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისი დაბა მესტია, ლენგერსა და უშგულში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის. როგორც აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სვანეთში დახ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0743 ლარი გახდა

10 აგვისტო, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0743 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

TV „იმედმა“ გაავრცელა ცალმხრივი, მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია - „კავკასუს ონლაინი“

10 აგვისტო, 2020 , 17:35

„კავკასუს ონლაინი“ განცხადებას ავრცელებს და გადაცემა „იმედის კვირაში“ 2020 წლის 2 აგვისტოს გასულ სიუჟეტს - „რატომ გადადგა ქვეყნისთვის სარისკო ნაბიჯი „კავკასუს ონლაინმა&l

ქართული კაპიტალის ბაზრის რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება - სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაცია საქართველოზე სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს

10 აგვისტო, 2020 , 17:20

2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის დაამტკიცა. 2020 წლის 29 ივლისს, საერთაშორისო სვოპებისა და დერივატივების ასოციაციამ (ISDA

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე