უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

28 ოქტომბერი, 2019 14:50
font-size

თურქეთის დიდი ეროვნული კრების წევრი რამდენიმე პარტია ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება

თურქეთის დიდი ეროვნული კრების წევრი პარტიები – სამართლიანობისა და აღორძინების პარტია, სახალხო რესპუბლიკური პარტია, სახალხო ეროვნული პარტია და „კარგი პარტია“ ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოში თურქეთის საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის დიდი ეროვნული კრების სესიაზე დამსწრე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სრულად ემიჯნებიან და გმობენ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დღევანდელ რეზოლუციას, რომელიც შეეხება ჩრდილოეთ სირიაში ტერორიზმის ბუდეების წინააღმდეგ თურქეთის მიერ ჩატარებულ ოპერაციას „მშვიდობის წყაროს“.

„ოპერაცია „მშვიდობის წყარო“, რომლის სამიზნეს წარმოადგენს: PKK-ს სირიული დაჯგუფების PYD/YPG-ის ელემენტები, მათი საფრები, კონცენტრაციის ადგილები, ლოკაციები, შეიარაღება და ტექნიკა, ემყარება საერთაშორისო სამართლის ისეთ საფუძვლებს, როგორიცაა ლეგიტიმური თავდაცვის უფლების საკითხზე გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლი და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რეზოლუციები. ოპერაციის დროს ძალიან ფრთხილი და მაქსიმალური ზომები იქნა მიღებული იმისთვის, რომ არ დაზარალებულიყვნენ სამოქალაქო პირები და ინფრასტრუქტურა. ეს საკითხები ყოველთვის ხაზგასმით ჟღერდება ჩვენი შესაბამისი უწყებების მიერ გაკეთებულ განცხადებებში. ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოყვანილი ყველა ბრალდება დღემდე არაერთხელ უარყვეს ან შესაბამისი ახსნა-განმარტებები გააკეთეს მასზე, ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა როგორც საჯაროდ, ასევე, უცხოელ კოლეგებთან უმაღლესი დონის კომუნიკაციის დროს.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთთან სოლიდარობის ნაცვლად ევროპარლამენტმა აირჩია ტერორისტული ორგანიზაციისა და მისი დღის წესრიგის მხარდაჭერის გზა, ამიტომ ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, შევახსენოთ მათ, რომ PKK ევროკავშირისა და ნატო-ს მიერ აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად.

საზოგადოების წინაშე ვაცხადებთ შემდეგს: ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ ამგვარ რეზოლუციას, ვინაიდან მისი სამიზნეა თურქეთის რესპუბლიკის ინსტიტუციები; იგი სერიოზული საფრთხის შემცველია ევროპის საერთო ინტერესების თვალსაზრისით; ამ რეზოლუციის სავალდებულოდ ქცევის მიზნით გადადგმული ყოველი ნაბიჯის საპასუხოდ, ხაზს ვუსვამთ ჩვენი ხალხის საერთო ნებასა და სოლიდარობას; საერთაშორისო პარიტეტის წესის თანახმად, აღმასრულებელ ორგანოს აქვს უფლება გასცეს სათანადო პასუხი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციას საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.

ჯო ბაიდენის გუნდს ხელისუფლების გადაბარების დაწყება შეუძლია

24 ნოემბერი, 2020 , 11:05

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ ქვეყნის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აცნობა, რომ სააგენტო მას არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს და ბაიდენის გუნდს შეუძლია, ხელისუფლების გადაბარების პროცე

სერბეთის პატრიარქი კორონოვირუსით გარდაიცვალა

20 ნოემბერი, 2020 , 13:15

სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონოვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა. „ჩემთვის პატივი იყო რომ გიცნობიდით. ისეთი ადამიანები, როგორიც თქვ

კორონავირუსის გამო სიღარიბის ზღვარს მიღმა 130 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება - გაერო

20 ნოემბერი, 2020 , 11:25

გაერო-ს პროგნოზით, კორონავირუსის გამო სიღარიბის ზღვარს მიღმა 130 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციამ მოამზადა. დოკუმენტის მიხედვ

თურქეთი: კორონავირუსის 3 316 ახალი შემთხვევა, 94 გარდაცვლილი პაციენტი

17 ნოემბერი, 2020 , 14:20

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 94 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 3 610 პაციენტი კ

სომხეთი: კორონავირუსის 984 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი პაციენტი

17 ნოემბერი, 2020 , 13:00

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ-19“-ის 984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 23 ადამიანი. ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 38 253 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. პანდემიის გავრცელ

რუსეთი: კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა, 442 გარდაცვლილი პაციენტი

17 ნოემბერი, 2020 , 13:00

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 442 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, ქვეყანაში დღეისთვის 461 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი. სულ კი