უკან

საზოგადოება

9 იანვარი, 2018 21:48
font-size

თურქეთის კლინიკას აქვს რეანიმაციული თვითმფრინავი მზად, რომ ჩამოვიდეს და თემირლანი წაიყვანოს - თემირლან მაჩალიკაშვილის და

თურქეთის კლინიკას აქვს რეანიმაციული თვითმფრინავი მზად, რომ ჩამოვიდეს და თემირლანი წაიყვანოს, მაგრამ ამათ არ აწყობთ, - განუცხადა ,,რუსთავი 2“-ს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, თურქეთს შეუძლია, თავისით უზრუნველყოს მისი ძმის ტრანსპორტირება.

ნატა მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ქართული მხარე დაჭრილის ოჯახთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ფრენას ვერ გადაიტანს.

„მოვითხოვთ, რომ თურქეთიდან ჩამოიყვანოს ის რეანიმაციული თვითმფრინავი და მაგით წაიყვანონ ჩემი ძმა,“ - აცხადებს ნატა მაჩალიკაშვილი.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ტრანსპორტირების დაფინანსებასაც მოითხოვს.

„გვინდა, რომ დააფინანსონ ტრანსპორტირებაც, როგორც მკურნალობას აფინანსებენ. ახლა თქვეს, რომ მკურნალობას დავაფინანსებთო,“ - განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა.

თავსი მხრივ, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის დირექტორი, ზურაბ უტიაშვილი აცხადებს, რომ თურქეთში გადაყვანის პროცედურა გარკვეულ დროს მოითხოვს. ზურაბ უტიაშვილი აღნიშნავს, რომ თურქეთის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებთან წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკა ნაკლებადაა ჩართული.

ცნობისათვის, თერმილან მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საკვანძო სიტყვები:

კელი დეგნანი - ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა ძალიან კარგად გაართვა თავი ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაციის მართვას

6 ივლისი, 2020 , 22:39

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, შ

ვითიბი ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

6 ივლისი, 2020 , 17:35

ვითიბი ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით, თუ ის 2020 წლის ბოლომდე, ნებისმიერი დეველოპერული კომპანიისგან, შეიძენს ბინას და სესხის თანხა ა

საქართველოს ბანკი ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაზე აცხადებს

6 ივლისი, 2020 , 17:18

საქართველოს ბანკმა ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად (DEG, Finfund, FMO, SIFEM და Swedfund) 2X Challenge ინიციატივის მხარდაჭერაზე განაცხადა. ინიციატივა ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ბი

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიარეისებს „ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ შეასრულებენ

6 ივლისი, 2020 , 16:15

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში ავიარეისებს „ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ შეასრულებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრე

გიორგი გახარია აბიტურიენტებს მიმართავს - თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა

6 ივლისი, 2020 , 16:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. „დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო! თქვენს ცხოვრებაში ეს არის ის ერთ

ირაკლი ჩიქოვანი - დღეიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები

6 ივლისი, 2020 , 15:50

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ორი ახალი შემთხვევა Covid-19-ით ინფიცირებისა, ორივე შემთხვევა არის იმპორტირებული შემთხვევა და გადაყვანილები არიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე