უკან

საზოგადოება

17 ივლისი, 2017 12:00
font-size

თურქეთის კლინიკებში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე რჩება

თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი გირესუნის, გორელეს და ტრაპიზონის საავადმყოფოებში რჩება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და მთავრობის წარმომადგენლებმა, თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებულ ანსამბლ „ლამპრების“ წევრებთან ერთად გუშინ, გვიან ღამით გადმოკვეთეს საზღვარი. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ბავშვებს მშობლები და ახლობლები დახვდნენ. მოზარდები თავს კარგად გრძნობენ.

„დღეს 25 ბავშვი ჩვენთან ერთად უკვე დაბრუნდა საქართველოში. თურქეთში რჩება დაახლოებით 4 პაციენტი სხვადასხვა საავადმყოფოში. სამართალდამცველები იკვლევენ მიზეზებს. არაერთი ექსპერტიზა ჩატარდა. ჩვენთან ერთად იქ იმყოფებოდა ტრაპიზონის მერი, გუბერნატორი, სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელი. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს სამართალდამცველები იკვლევენ და ვფიქრობ, ხვალ უკვე გვექნება მომხდარის სურათი“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავტოავარიის შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი გირესუნის, გორელეს და ტრაპიზონის საავადმყოფოებში რჩება.

„ერთ-ერთი ბავშვის დედას ავარიის შედეგად ტრავმული ამპუტაცია განუვითარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოთავსებულია ტრაბზონის კლინიკაში. ანსამბლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომელსაც ნეკნების მოტეხილობა აქვს, სტაციონარული დაკვირვება დასჭირდება,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

ავტოავარიის შემთხვევიდან რამდენიმე საათში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე მეუღლესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში გაემგზავრა და დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში პირადად მოინახულა. ზურაბ პატარაძე ტრაპიზონში გვიან ღამემდე დარჩა და ორგანიზება გაუწია 25 ბავშვის სამშობლოში დაბრუნებას.

ავტოსაგზაო შემთხევა გუშინ, 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

24 იანვარი, 2020 , 00:56

სპეციალური პენიტენციური სამსახური ე.წ მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი დაინიშნა

23 იანვარი, 2020 , 17:45

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ზურაბ აზნაურაშვილი დაინიშნა. ზურაბ აზნაურაშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცხრა ხმით აირჩია. ზურაბ აზნაურაშვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარის მოა

დღეიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გლდანულას მიმართულებით ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

23 იანვარი, 2020 , 17:40

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, გლდანულას მიმართულებით, დღეიდან N73 ხაზზე ახალი „ISUZU“-ს მარკის ავტობუსები იმოძრავებენ. დღეს თბილისის საკრებულოს გლდანის ლუწი მიკრორაიონები

თბილისში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ობიექტი დაარსდება

23 იანვარი, 2020 , 16:50

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საქართველოს დედაქალაქში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ობიექტი დაარსდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ისრაელის საგა

ილია მეორემ ბათუმის კლინიკა „მედინა“ დატოვა

23 იანვარი, 2020 , 16:50

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბათუმში კლინიკა „მედინა“ უკვე დატოვა. ილია მეორის მედიკოსებთან ვიზიტი დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. კლინიკის დატოვებისას პატრიარქმა ჟურნალისტებს გად

`კორუფციის აღქმის ინდექსით` საქართველოს შედეგი გაუარესდა

23 იანვარი, 2020 , 16:50

"კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს შედეგი ორი პუნქტით გაუარესდა. კვლევას საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნო აქვეყნებს. 2019 წლის კვლევაში, სადაც 180 ქვეყანაა შეფასებული, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`