უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 იანვარი, 2018 11:55
font-size

თურქეთის მიერ შემოღებული სასაზღვრო რეგულაციების გამო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის გენერალურ კონსულს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიმოსვლის წესის გამკაცრებასთან დაკავშირებით თურქეთის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკს შეხვდა.

პატარაძემ თურქულ მხარესთან რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში საზღვრის კვეთის ცვლილებებში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა განიხილა.

თავის მხრივ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის კონსულისაგან მოისმინა ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთის ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც თურქეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში შემოიღო.

არხისთვის ცნობილი გახდა, რომ დღის მეორე ნახევარში ზურაბ პატარაძე მოქალაქეთა ჯგუფს შეხვდება.

დღეს დილიდან სარფის საბაჟოზე აქცია მიმდინარეობს.

მოსახლეობა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებს.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ყოველდღიურად გადადიან თურქეთში, საზღვართან ახლომდებარე ქალაქებში სამუშაოდ და გამკაცრებული წესები მათ შეზღუდვებს უწესებს.

თურქეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის სიხშირის კონტროლი გამკაცრდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა.

ოფიციალური ანკარის გადაწყვეტილებით, თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ქვეყენაში რამდენიმე საათით დარჩენაც კი ერთ კალენდარულ დღედ ითვლება. ის მოქალაქეები კი, რომლებიც თურქეთში სხვადასხვა მიზნით ყოველდღე გადადიოდნენ და დღის ბოლოს ისევ ქვეყანაში ბრუნდებოდნენ, 90 დღის საზღვრის კვეთის უფლების გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ვეღარ შევლენ ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე.

სამუშაო ვიზის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა კი დამსაქმებელთან დადებული ხელშეკრულება ან დამსაქმებლის მოწვევა, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ფოტოსურათი ბათუმში, ან თბილისში თურქეთის საკონსულოში უნდა წარადგინონ. სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა კი შესაბამის ქვეყნებში არსებულ საკონსულოებს უნდა მიმართონ. ახალი რეგულაცია ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში შესვლას გეგმავს და იგი თურქეთის ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოქმედებს.

2018-2023 წლებში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი

20 თებერვალი, 2019 , 14:00

“მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროეცესზე ისაუბრა. როგორც მინსიტრმა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის რა უნდა - მაია ცქიტიშვილი

20 თებერვალი, 2019 , 13:50

მოსახლეობა ჩართული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღებაში არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ სოფელში და თემში. წელს აღდგენილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის რა უნდა, - ამის შესახებ საქართველოს

ალექსანდრე მოწერელია ,,EUSR“-ის პოლიციასთან ურთიერთობის ახალ ოფიცერს შეხვდა

20 თებერვალი, 2019 , 13:20

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პოლიციასთან ურთიერთობის ახალ ოფიცერს ევლოგ პარაშკევოვს შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრა გაცნო

რაჭაში დაკარგული 21 წლის მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

19 თებერვალი, 2019 , 13:05

რაჭაში 21 წლის მამაკაცი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შოთა სამხარაძე კურორტ ონის ტერიტორიაზე 14 იანვრის ღამეს გაუჩინარდა. როგორც პირველ არხთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალე

ისრაელში აჭარის მიმართ ინტერესი იზრდება

18 თებერვალი, 2019 , 14:00

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMTM 2019“ წარადგინა. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია აამოქმედა

18 თებერვალი, 2019 , 14:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზებზე “ჭკვიანი” ვიდეოკამერების მონტაჟს განაგრძობს. მიმდინარე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ 66