უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ოქტომბერი, 2016 14:30
font-size

თურქეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა

თურქეთის საელჩოსთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და უფლებადამცველების აქცია-ბრიფინგი გაიმართა. მათ გააპროტესტეს თურქეთის პრეზიდენტის განცხადება, სადაც რეჯეპ თაიფ ერდოღანმა თურქეთის საზღვრებზე საუბრისას ბათუმი და მეზობელი ქვეყნების სხვა ქალაქები ახსენა.

,,უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა თურქეთის ხელისუფლება მინიშნებას აკეთებს, რომ თურქეთს აქვს პრეტენზიები აჭარასთან მიმართებაში და საქართველოს ხელისუფლებამ მსგავსი განცხადებების წინააღმდეგ ყველანაირი მექანიზმი უნდა გამოიყენოს.

,,ეს განცხადება რომ რუსეთის მხრიდან გაკეთებულიყო, მას აუცილებლად მოყვებოდა რეაქციები. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, მაშინ როდესაც საბერძნეთში მსგავსი ტიპის განცხადებას მოჰყვა მყისიერი რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აამოქმედოს ყველანარი ბერკეტი, რომელიც მსგავსი ტიპის განცხადებებს დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება „სირაქლემის პოზაში“ გააგრძელებს ყოფნას, აქციები გაგრძელდება და ჩვენ გადავინაცვლებთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან”, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

ინფორმაცია თურქეთის პრეზიდენტის განცხადების შესახებ ბერძნულმა მედიამ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ერთ-ერთი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 1920 წელს, თურქეთის საზღვრების შესახებ მიღებული პაქტი მოიცავდა კვიპროსს, ალეპოს, მოსულს,
ერბილს, კურკუკს, ბათუმს, სალონიკს და სხვა ტერიტორიებს.

მარი ნამგალაძე

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი