უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 იანვარი, 2020 16:25
font-size

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც „მედიანიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანს 2019 წელს სამინისტროს თნამშრომელთათვის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგების შეჯამება და სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე მსჯელობა წარმოადგენდა.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ხელშეწყობით 2019 წლის განმავლობაში სამინისტროს სხვადასხვა ერთეულის 40-მდე თანამშრომელმა გაიარა ტრენინგები, როგორც საქართველოში ასევე თურქეთში.

შეხვედრის ფარგლებში, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის პროგრამის ხელმძღვანელმა ნეჯლა დემირდაღმა სამინისტროსა და სააგენტოს შორის სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ 2019-2020 წლები სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის წლებად გამოაცხადა და 2020 წელსაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლეთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას.

ნეჯლა დემირდაღის განცხადებით, სააგენტო ასევე განიხილავს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან სამომავლოდ სხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასაც.

ახლახანს გამოვედით ისტანბულის კლინიკიდან - კონსტანტინე გამსახურდია

24 თებერვალი, 2020 , 18:04

„ახლახანს გამოვედით ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდან... მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას. მდგომარეობა რაც მთავარია, კონტროლქვეშაა, არის გარკვეული პროგრესი, მიუხედავად

N185-ე საბავშვო ბაღში გერმანელმა და შვეიცარიელმა სპეციალისტებმა ღია გაკვეთილი ჩაატარეს

24 თებერვალი, 2020 , 17:45

თბილისის საკრებულოს გლდანის (ავჭალის) მაჟორიტარი დეპუტატის შალვა ოგბაიძის ინიციატივით, თბილისის N 185-ე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში, გერმანელმა და შვეიცარიელმა სპეციალისტებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ ღია გაკვ

ნაკადულის კალმახის საშენში ლიფსიტები გამოიჩეკა

24 თებერვალი, 2020 , 17:35

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის, მდინარის კალმახის 50 000-ზე მეტი ლიფსიტა გამოიჩეკა. სააგენტო ფაუნის იშვიათი და მოწყვლადი სახეობების გამრავლებაზე მუშაობს.

კორონავირუსთან დაკავშირებით საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

24 თებერვალი, 2020 , 17:25

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს საელჩო იტალიაში, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის რჩევები და განკარგულებები. "კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სა

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - ეროვნული ბანკი მასწავლებელთა გადამზადებას იწყებს

24 თებერვალი, 2020 , 17:15

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის

ჩინური კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სამინისტროებს საკარანტინო პირობების დაცვის შესახებ ინფორმაცია გააცნეს

24 თებერვალი, 2020 , 16:55

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დღეს იმ ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც სხ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`